საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს პროფესორი კლაუს ჰიპი ესტუმრა
26 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ტრადიციული ვიზიტით ეწვია უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ცნობილი გერმანელი მეწარმე, მეცენატი და კომპანია HiPP-ის ხელმძღვანელი, პროფესორი კლაუს ჰიპი.
პროფესორ კლაუს ჰიპსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. იგი უნივერსიტეტს წელიწადში ორჯერ სტუმრობს, სტუდენტებთან შეხვედრებს მართავს და მხარს უჭერს მათ პროფესიულ და შემოქმედებით განვითარებას.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სტუდენტური შემოქმედებითი კონკურსის „ოქროს კვეთა ჩვენს გარემოში“ შედეგების შეჯამება და გამარჯვებულის დაჯილდოება. კონკურსში გამარჯვება მოიპოვა არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტმა ნატა ვაშაყმაძემ.
შეხვედრაზე პროფესორმა კლაუს ჰიპმა სტუდენტებისთვის ახალი შემოქმედებითი კონკურსიც დააანონსა, რომლის საპრიზო თანხა 500 ლარს შეადგენს. კონკურსის პირობებისა და მონაწილეობის დეტალების შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
ღონისძიების დასასრულს პროფესორმა კლაუს ჰიპმა სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
ღონისძიების ორგანიზება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისმა უზრუნველყო.
მსგავსი
სტუ-ის რექტორი პროფესორ ნინო (ნელი) ჭიჭინაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით სამძიმარს უცხადებს აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტსა და ოჯახს...
სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტმა „Horizon Europe“-ის კიდევ ერთ საერთაშორისო საგრანტო პროექტში გაიმარჯვა
„ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში დაფინანსებულ WARIE პროექტში მონაწილეობა ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის, პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში დამკვიდრებული მაღალი რეპუტაციის კიდევ...
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს განცხადება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა...
სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები „თიბისი კონცეპტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისა და დამსაქმებლების თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალგაზრდებისთვის დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ბიზნესტექნოლოგიების...
შემოსავლების სამსახურის 23 მებაჟე-ოფიცერს სერტიფიკატები გადაეცა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 23 მებაჟე-ოფიცერს სპეციალიზებული სასწავლო კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. მიმდინარე...
ქართული დიპლომატიის დღის ფარგლებში წიგნის – „დიპლომატიური და საკონსულო სამართალი“ პრეზენტაცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ასლან აბაშიძისა და გიორგი ლობჟანიძის წიგნის...
