სტუ-ის სტუდენტებმა კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაცია მიიღეს
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, საინფორმაციო კამპანიის – „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ ფარგლებში, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს, გვანცა ჩხეიძეს შეხვდნენ.
სტუდენტებმა ომბუდსმენისგან, ვიზუალური მასალისა და სტატისტიკური მონაცემების თანხლებით, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
როგორც გვანცა ჩხეიძე აცხადებს, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, კომუნიკაციების კომისიასთან (ComCom) დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური რეგულარულად მართავს საინფორმაციო შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის სტუდენტებთან. ომბუდსმენის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სატელეფონო კავშირის, ინტერნეტ და მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების პროცესში, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ინფორმაცია მომხმარებლის უფლებებისა და განსაკუთრებით, მომსახურების გამწევ კომპანიასთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხიანი მომსახურების მიღების უფლების, ასევე, კომუნიკაციების სფეროში ომბუდსმენის სამსახურის არსებობისა და მისი კომპეტენციის თაობაზე, რადგან მომხმარებლის ინტერესებისა და უფლებების დაცვას სწორედ ეს სამსახური უზრუნველყოფს.
„სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა მხრიდან ჩვენი საინფორმაციო კამპანიის მიმართ დაინტერესება ამდენად დიდია. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც ინტერნეტისა და ციფრული საკომუნიკაციო საშუალებების ყველაზე აქტიური მომხმარებლები არიან, გავუზიაროთ სრულყოფილი ინფორმაცია კომუნიკაციების სფეროში, არა მხოლოდ თავიანთი უფლებების, არამედ საკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი კომპანიების ვალდებულებების შესახებაც. სტუდენტებს გავაცანით კომუნიკაციების სფეროში ომბუდსმენის სამსახურის ძირითადი ფუნქციები. მომხმარებელი აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ როგორ იმოქმედოს საჭიროების შემთხვევაში, როგორ შეამოწმოს ინტერნეტით მომსახურების ხარისხი ონლაინ პორტალის მეშვეობით, კონკრეტულად ვის მიმართოს, სად და რა ფორმით წარადგინოს განცხადება თუ საჩივარი და როგორია მათი განხილვის წესები და ვადები“, – აღნიშნავს გვანცა ჩხეიძე.
სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტის, ერეკლე სარიშვილის თქმით, კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისგან სტუდენტებმა მრავალმხრივ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მიიღეს.
„საინტერესო შეხვედრა შედგა, რისთვისაც მადლობას ვუხდით კომუნიკაციების სფეროს ომბუდსმენს. მივიღე სრულყოფილი ინფორმაცია ჩემი, როგორც მომხმარებლის უფლებების შესახებ და ისიც, თუ ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ხანაში რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისა და მისი სამსახურის არსებობა. შევიტყვეთ, თუ როგორ შეგვიძლია ინტერნეტის ხარისხის კონტროლი სპეციალური პორტალის მეშვეობით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკვე ვიცით, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ვის უნდა მივმართოთ და საკუთარი უფლებები როგორ დავიცვათ“, – ამბობს სტუდენტი ერეკლე სარიშვილი.
კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან ინტერაქციურ შეხვედრას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის დარბაზში გაიმართა, სხვადასხვა ფაკულტეტის 150-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა.
Related
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...