სტუ-ში სტუდენტური კონფერენცია – „ახალგაზრდები ოზონის შრის დასაცავად“ გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მონრეალის ოქმის ვალდებულებათა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტური კონფერენცია – „ახალგაზრდები ოზონის შრის დასაცავად“, გაიმართა.
კონფერენციას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა, ესწრებოდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ოზონის ეროვნული ერთეულის ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის მრჩეველი გენდერის საკითხებში ანა ლობჟანიძე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თქმით, ოზონის შრის დაცვა, ოზონის შრის შენარჩუნებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის საფუძვლიან განხილვა, კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესია, მით უფრო, რომ ოზონის შრეს დიდი როლი აკისრია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვაში.

როგორც პროფესორმა თამარ წერეთელმა განაცხადა, 21-ე საუკუნის გამოწვევებმა გარკვეული პრობლემები წარმოქმნა და დასაცავი გახდა ოზონის შრე, რომელიც თავად გვიცავს.
„ციური სხეულის აირადი გარსის გარეშე, კოსმოსის რადიაციის გავლენით, გარემო სულ სხვაგვარი იქნებოდა. ატმოსფეროს მეორე ფენაში, სტრატოსფეროში, ოზონის შრეა განლაგებული, რომელიც მზისგან მომავალი მავნე რადიაციისგან გვიცავს, ოზონის შრის გარეშე, ჩვენი პლანეტა 3,5 კელვინით უფრო ცივი იქნებოდა. 21-ე საუკუნე მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაა, რაც გარემოზე ასახვას პოვებს. შემთხვევითი არაა, რომ სტუდენტური კონფერენციის ორგანიზატორები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად არიან გაეროს განვითარების პროგრამა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი, არიან.
სწორედ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ოზონის შრის დაცვის გზები. სასიხარულოა, რომ კონფერენციამდე სტუდენტებს შორის გამოცხადებულ ღია კონკურსზე – „ახალგაზრდები ოზონის შრის დასაცავად”, რომელიც სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, გაეროს განვითარების პროგრამის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის ორგანიზებით გამოცხადდა, სტუდენტებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესო ნაშრომები, რომელთა საფუძველზე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროექტის მიზანმა – ცნობიერების ამაღლება ოზონის შრის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისათვის და ზოგადად, დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის – გაამართლა. წარმატებებს ვუსურვებ კონფერენციის მონაწილეებს”, – განაცხადა თამარ წერეთელმა.
კონფერენციის დასასრულს, გამარჯვებულ სტუდენტებს: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტს, გიგი სახოკიას გადაეცა მონაწილის სერტიფიკატი თემისთვის „ოზონის შრე“.
მესამე ადგილის მფლობელი გახდა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ანასტასია დვალიშვილი თემით – „პასუხი გამოწვევაზე – ოზონის შრის დაცვა და კლიმატის ცვლილება”.
მეორე ადგილის თანამფლობელები გახდნენ არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტები გიორგი ოთიაშვილი და ნინო შველიძე თემით „გაკვეთილები კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად”.
პირველი ადგილი კი მოიპოვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესიული პროგრამა „ჰაერის კონდიცირების“ სტუდენტმა შოთა სირაძემ, თემით – „ინოვაციური კონსტრუქციის სამკონტურიანი გათბობა-გაგრილების ქვაბი.”
ასევე, კონფერენციის დასასრულს გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე – „გენდერი და სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სფერო“. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს დარგის სპეციალისტებმა.
მსგავსი
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული...
სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია წარმოადგენს...
„საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველმა კურსდამთავრებულებმა სადიპლომო ნაშრომები წარმატებით დაიცვეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. ისინი არიან ახალი...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი,...
სტუ-ში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის (შენსი, ჩინეთი) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობები...
სტუ-ის რექტორი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს დაბადების დღეს ულოცავს
„ქალბატონო რუსუდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად და დიდი პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს!...