სტუ-ის რექტორი აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის გარდაცვალების გამო ოჯახს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

სიახლეები

გარდაიცვალა განათლების სფეროს საერთაშორისო სივრცეში აღიარებული მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი.
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს. 

„გარდაიცვალა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის ავტორი, აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი.

პაატა კოღუაშვილი ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე. 

Cover gtu.png (23).jpg

აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი 70- ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე-მომხსენებელია, არის 300 სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი – აგროეკონომიკურ, სასურსათო უშიშროების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, მიწისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის პრობლემებზე.

პაატა კოღუაშვილს სხვადასხვა დროს იყო პირველი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991), აგრარული რეფორმის ქვეკომისიის თავმჯდომარე, სახელმწიფო საბჭოს წევრი, პრემიერ-მინისტრის მოადგილე აგრარულ საკითხებში (1992). მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95), საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. მას 1991 წლის 9 აპრილს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე, ხოლო 1995 წლის აგვისტოში საქართველოს კონსტიტუციაზე. არის ღირსების ორდენის კავალერი. 

აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის სახელმძღვანელოებზე მრავალი თაობა აღიზარდა. მისი სამეცნიერო ნარჩენები აგრარული ეკონომიკის მიმართულებით დარგის მეცნიერთა და სპეციალისტთა სამაგიდო წიგნებია. მისი მოწაფეები დღეს აღიარებული მეცნიერები და სპეციალისტები არიან. კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სამძიმარს პაატა კოღუაშვილის ოჯახს! უფალმა დაუმკვიდროს, სასუფეველი და მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა!”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში. 


მსგავსი

სიახლეები

სტუ დიდგორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა, მათ შორის კურსდამთავრებულ ნათია ჯანაძის და სანდრო ჩხეიძის ოჯახებს, სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდგორთან მომხდარი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელმაც...

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ენერგოინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრას უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ენერგეტიკის ფაკულტეტის ორგანიზებით, ენერგეტიკის დარგში მოქმედი უწყებებისა და ენერგოინდუსტრიის, მათ შორის განახლებადი ენერგიის სექტორში  მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებთან...

სიახლეები

STEM პროექტების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და „STEM ინოვატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით STEM პროექტების კონკურსის ფინალური ტური გაიმართა. კონკურსმა, როგორც წინა...

სიახლეები

სტუ-ს, QS Stars-ის საერთაშორისო შეფასებით, 3 ვარსკვლავი მიენიჭა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ტოპ 7.9%-ში შევიდა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა QS Stars-ის მკაცრი საერთაშორისო აუდიტი წარმატებით გაიარა და მსოფლიო შეფასების სისტემაში 3 ვარსკვლავი მოიპოვა, რაც შეფასების სკალაზე...

სიახლეები

რექტორმა ღვაწლმოსილი პროფესორები სტუ-ის ოქროს მედლით დააჯილდოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სამეცნიერო მიღწევებისა და მომავალი...

სიახლეები

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექცია სტუ-ში

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მხოლოდ ტექნოლოგიური და საინჟინრო ცოდნის ცენტრი არ არის. ჩვენი უნივერსიტეტის მისია მოიცავს ეროვნული კულტურის, ისტორიული მეხსიერებისა და...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?