სტუ-ში თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც, სტუ-სა და ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები განიხილეს.
სტუ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის აკადემიური დატვირთვებისა და საბაკალავრო პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი და ამავე სამსახურის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის განყოფილების ხელმძღვანელი ხათუნა ლეჟავა, ხოლო ფონდის მხრიდან – პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ ცანდიშვილი.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2021 წლიდან პარტნიორობს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდთან. სამი წლის განმავლობაში სტუ-ის სამშენებლო, არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების უმაღლესი რეიტინგის მქონე 18 სტუდენტი ბექაიას ფონდის სტიპენდიატი გახდა. უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, სემესტრის მანძილზე ფონდმა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობის სტიპენდია გადასცა. გარდა ამისა, ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი ქულის მქონე 2 აბიტურიენტი/პირველკურსელი, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2021-2022 და 2022-2023 სასწავლო წლებში ჩაირიცხა, ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პრემიის მფლობელი გახდა. ფონდმა მათ ერთჯერადად 1500-ლარიანი პრემია გადასცა.
შეხვედრაზე მემორანდუმის ხელმომწერმა მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ამასთან ერთად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პროექტების ხელმძღვანელმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მიმდინარე სასწავლო წლის მანძილზე ფონდის სამოქმედო გეგმა გააცნო და იმ ახალ პროექტებზე ესაუბრა, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება.
სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის აკადემიური დატვირთვებისა და საბაკალავრო პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ფონდის წარმომადგენლებს უნივერსიტეტში აკადემიური პროგრამების განხორციელებაში შეტანილ სიახლეებზე, ახალდანერგილ პრიორიტეტულ და აკრედიტაციაგავლილ საბაკალავრო პროგრამებსა და სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გატარებულ ღონისძიებებზე ესაუბრა.
შეხვედრის დასასრულს თამაზ ბექაიას ფონდის პროექტების ხელმძღვანელმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ფონდის სტიპენდიანტთა და პრემიის მფლობელთა დაჯილდოების მორიგ ცერემონიაზე მიიწვია. როგორც გოგა ჩანადირმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში ფონდი თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმომწერი უნივერსიტეტების, მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტების მაღალრეიტინგულ სტუდენტებს ყოველთვიური სტიპენდიებით დააჯილდოებს და ასევე, ფონდის პრემიის მფლობელებს – ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულით ჩარიცხულ პირველკურსელებს გამოავლენს.
Related
GTU Marks the 95th Anniversary of Academician Irakli Jordania’s Birth and the 48th Anniversary of the Establishment of the Center for the Study of Productive Forces and Natural Resources
“Georgian Technical University’s Irakli Jordania Center was established 48 years ago, and today, September 17, its founder, Academician Irakli Jordania,...
DAAD Scholarship Programmes for the 2027–2028 Academic Year
For the 2027-2028 academic year, the German Academic Exchange Service (DAAD) is announcing scholarship opportunities. The programs include summer courses,...
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...