საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანამშრომლის, მირიან კუბლაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ახალგაზრდა მკვლევრისა და პედაგოგის, მირიან კუბლაშვილის გარდაცვალების გამო. სამძიმარს უცხადებს კუბლაშვილების ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტსა და სატელეკომუნიკაციო და მულტიმედია სისტემების მართვისა და მხარდაჭერის განყოფილებას.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიურ წრეებს მოულოდნელად გამოაკლდა ფართო დიაპაზონის მქონე ახალგაზრდა მეცნიერი, რომლის ძიებითა და შემეცნებით აღსავსე ცხოვრება, საუბედუროდ, ასე ხანმოკლე აღმოჩნდა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მას წარმოუდგენლად ნაყოფიერი 10 წელი აკავშირებს და ამ ხნის მანძილზე მან საუნივერსიტეტო საზოგადოებას და სტუდენტებს თავი დაამახსოვრა როგორც იმედისმომცემმა მაღალკვალიფიციურმა მკვლევარმა, დიდბუნებოვანმა და ყველასათვის საყვარელმა კოლეგამ, შესანიშნავმა პედაგოგმა.
ძნელია მასზე წარსულში საუბარი, რთულია გამონახო სიტყვები, ამ დანაკარგით გამოწვეულ ელდასა და ტკივილს ოდნავ მაინც რომ შეგვიმსუბუქებს.
სამძიმარს ვუცხადებთ, კუბლაშვილების ოჯახს, სამშენებლო ფაკულტეტსა და სატელეკომუნიკაციო და მულტიმედია სისტემების მართვისა და მხარდაჭერის განყოფილებას, მის მეგობრებს, კოლეგებს და აღზრდილებს – მშვიდობით, მირიან!“ – აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...