“მედიის როლი საქართველოში” – ჟურნალისტ ვახო ხუზმიაშვილის საჯარო ლექცია სტუ-ში
20 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა ვახო ხუზმიაშვილმა საჯარო ლექცია “მედიის როლი საქართველოში” ჩაუტარა.
შეხვედრა სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და “ქრისტიანული კულტურის კვლევითი ლაბორატორიის” ორგანიზებით გაიმართა. პრაქტიკოსმა ჟურნალისტმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება და ღირებული რჩევები გაუზიარა, თუ როგორ უნდა დარჩეს ჟურნალისტი მთავარი ღირებულებების ერთგული, რომელთაგან უპირველესი სიმართლის მსახურებაა.
როგორც ვახო ხუზმიაშვილმა აღნიშნა, ჟურნალისტის პროფესია არ არის მარტივი, ხშირ შემთხვევაში, ადამიანისგან თავდადებას მოითხოვს. მისი თქმით, პიროვნება, რომელიც ჟურნალისტის პროფესიას აირჩევს, ამისთვის უნდა იყოს მოწოდებული. გარდა ამისა, მან, ასევე, ისაუბრა პროფესიონალიზმის მნიშვნელობაზე, რომ ჟურნალისტი რესპონდენტთან შეხვედრისას, უნდა იყოს ძალიან მომზადებული, ის ზედმიწევნით უნდა იცნობდეს თემას, რომელზედაც საუბრობს გადაცემაში.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საჯარო ლექციის დასასრულს, ვახო ხუზმიაშვილმა უპასუხა სტუდენტების კითხვებს. მომხსენებელმა მათ შესთავაზა, ტელევიზიაში გადაცემის მსვლელობას დაესწრონ, რაც სტუდენტებისთვის დიდი მოტივაცია გახდა.
ცნობისათვის: ვახო ხუზმიაშვილმა დაამთავრა საქართველოს ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა ტელეკომპანია “იბერიაში” ჟურნალისტად; იყო არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი; ასევე მუშაობდა პირველ არხზე “მოამბის” პროდიუსერად ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციის” პროდიუსერად; თოქშოუ “თავისუფალი სივრცის” ავტორი და წამყვანი; ტელეკომპანია მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერად.
ამჟამად, ვახო ხუზმიაშვილი არის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი, ამავე არხზე იყო დირექტორის პირველი მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი. 2017 წელს მიღებული აქვს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის პრიზი – “ოქროს ფრთა”.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...