“თავისუფლება, სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა” – სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება
img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}
10-11 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “თავისუფლება, სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა” ჩატარდება. ორდღიანი კონფერენცია, 10 ოქტომბერს, 15:00 საათზე სტუ-ის ბიბლიოთეკის დარბაზში გაიხსნება. ღონისძიების მონაწილეები მუშაობას მეორე დღეს, 11 ოქტომბერს, 10:00 საათზე სტუ-ის მე-6 კორპუსის, 606 ა ოთახში გააგრძელებენ.
კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზადარის უნივერსიტეტთან და ვარშავის უნივერსიტეტთან კოლაბორაციული საგანმანათლებლო პროექტის „ევროკავშირისა და ევროპული სახელმწიფოების ტრანსფორმაციის პროცესი კრიზისების გავლენის შედეგად პრობლემები და გამოწვევები“ -ის ფარგლებში ხორციელდება.
კონფერენციაში გერმანელი, ხორვატიელი, პოლონელი და ქართველი პროფესორები და მეცნიერ-სწავლულები მონაწილეობენ.
გერმანიის მხარეს წარმოადგენენ ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორი ანდრეას არნდტი, ბონის უნივერსიტეტის პროფესორი თეო კობუში, ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკლაუს ლარგიერი; ხორვატიის მხრიდან კი, ზადარის უნივერსიტეტის პროფესორი იურე ზოვკო; პოლონეთის მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ კრაკოვის უნივერსიტეტის პროფესორი და ევროპარლამენტის წევრი ზდისლავ კრასნოდებსკი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი აგნიეშკა ნოგალი; საქართველოს მხრიდან მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ირაკლი თაბორიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ღავთაძე, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი აზა იფშირაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევრები – დოქტორები მარიამ ხაზარაძე და ქეთევან რჩეულიშვილი, დოქტორანტები გიორგი კაშიბაძე და დავით გალაშვილი.
კონფერენციის პროგრამის გასაცნობად იხილეთ დანართი ქართულ და ინგლისურ ენაზე.
კონფერენციაზე დასასწრებად, მსურველებს შეუძლიათ ონლაინ-რეჟიმში ჩაერთონ.
ზუმის კოდი: 552 400 89 40
პაროლი: gtu2020
https://zoom.us/j/5524008940?pwd=NmpZVGtISFBIeWZ4bEpyY1B6YW1IQT09
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...