„ადამიანური რესურსების შერჩევა და შრომითი ურთიერთობის დამყარება“ – საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე, „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების“ სასწავლო კურსის ფარგლებში, „ჯინო პარკის” აკვაპარკის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ცოტნე ჯამბურიამ ჩაატარა საჯარო ლექცია „ადამიანური რესურსების შერჩევა და შრომითი ურთიერთობის დამყარება“.
ცოტნე ჯამბურიამ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს „ჯინო ჰოლდინგის” და აკვაპარკის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ისაუბრა კომპანიის მენეჯმენტზე, სტრუქტურასა და ადამიანური რესურსების მართვის თავისებურებებზე, რაც, თავის მხრივ, მოიცავს ხელმძღვანელობას, ლიდერობას, ინიციატივების მხარდაჭერასა და იურიდიულ საკითხებს.

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოე ხოზრევანიძის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ჯინო პარკს” შორის თანამშრომლობას ახლო წარსულში ჩაეყარა საფუძველი.
„კომპანიასთან თანამშრომლობის გაღრმავება, ვფიქრობთ, სტრატეგიულად ორმხრივად საინტერესოა. ფაკულტეტი გამოთქვამს მზაობას, რომ კომპანიასთან გაფორმდეს თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მთის მდგრადი ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საშუალებას მისცემს, განივითარონ პროფესიისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები. მემორანდუმი კომპანიასაც დაეხმარება ახალგაზრდა კადრების მოზიდვასა და შერჩევაში. წინასწარი შეთანხმებით, ასევე, დაიგეგმება სასწავლო-პრაქტიკული გასვლა აკვაპარკის ტერიტორიაზე“, – აცხადებს ნოე ხოზრევანიძე.

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების სასწავლო კურსის პედაგოგმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ქობლიანიძემ ცოტნე ჯამბურიას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობას ფაკულტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
საჯარო ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რომლის ფარგლებშიც ცოტნე ჯამბურიამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...