აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ სტუ-ის რექტორს 60 წლის იუბილე მიულოცა
img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოსს დავით გურგენიძეს 60 წლის იუბილეს ულოცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოსს, სასიქადულო მამულიშვილს, დავით გურგენიძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვულოცავთ დაბადების 60 წლის იუბილეს. სურვილები ნამდვილად დიდია, რადგან იგი გამოირჩევა ცხოვრებით, რომელიც ქვეყნის სამსახურს, ინოვაციურ კვლევებს და მუდმივად მომავალ თაობაზე ფიქრს მოიაზრებს. ბატონი დავითი აღსავსეა სიკეთის კეთების უდიდესი ნიჭით…
90-იან წლებში, როცა ქართულ-აფახაზურმა კონფლიქტმა უდიდესი დანაკარგი და ფსიქოლოგიური ტრამვა მოუტანა ადამიანებს, როცა პოლიტიკური დაძაბულობა პიკს აღწევდა, როცა რუსული პოლიტიკური ძალები აშკარა ზეწოლას ახდენდნენ იმ ქართველებზე, რომლებიც დევნილების მიმართ არაერთ საქველმოქმედო დახმარებას გასცემდნენ, მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობისა, პოლიტიკური დევნის, რეპრესიების, დავით გურგენიძე რუსეთში, კერძოდ მოსკოვში, დიდ თანადგომას უწევდა ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც დევნილობაში იმყოფებოდნენ და საჭიროებდნენ პერმანენტულ დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით.
ზოგადად, ომი ყველაზე სასატიკი რამ არის, რაც კაცობრიობამ მრავალგზის გადაიტანა და უამრავი მსხვერპლიც გაიღო. ცხოვრება ომია, რომელიც აყალიბებს ადამიანის პიროვნულ თვისებებს, თვითშეგნებას, მსოფლმხედველობას… დავით გურგენიძისთვისაც ასეა, სამოცი წელი არც ისე ბევრი დროა იმ დამსახურების, შრომის, ავტორიტეტის მოსაპოვებლად რაც მან, ამ დროის მანძილზე შეძლო.
დავით გურგენიძისთვის მრავლფეროვნება, სიახლეებისკენ უდიდესი მისწრაფება, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებში ყველაზე აქტუალური და მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატულებაა.
ახლაც დიდი ინტერესითაა ჩართული ყველა იმ საკითხში, რაც ჩვენ აფხაზეთის საზოგადოებაზე ზრუნვას ეხება. ეს გამოიხატება, საქმიანი ურთიერთობებით.
ბატონ დავითს კიდევ ერთხელ ვულოცავთ დაბადების დღეს. მის მიერ ღირსეულად განვლილი გზებით და გამოცდილებით მოტივირებულები ვართ, რომ უნივერსიტეტის და ჩვენი სამინისტროების ურთიერთობა კიდევ უფრო პრესტიჟული და მნიშვნელოვანი გახდეს. რაც შეიძლება მეტ სტუდენტს მივცეთ საშუალება დაკავდეს საუნივერსიტეტო ცხოვრებით და აჰყვეს მის გულის ცემას. ეს კი, საბოლოო ჯამში იმ მიზანს გაამართლებს, რისკენ სწრაფვაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და მის გამორჩეულად ნოვატორ რექტორს აქვს – სამომოვალოდ, ქვეყანას განვითარებული, განათლებული, ეროდირებული, ჯანსაღად მოაზროვნე, ჯანმრთელი თაობა მართავდეს“ – ამონარიდი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის მილოცვის ტექსტიდან.

Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...