„არემჯი ჯგუფმა“ სტუ-ის სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამის კონკურსი გამოაცხადა
img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}
„არემჯი ჯგუფმა“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსი გამოაცხადა. პროექტის მიზანია ორიენტირებული, მოტივირებული საინჟინრო მიმართულებების სტუდენტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა.
„არემჯი ჯგუფის“ სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების, მექანიკის ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის ბაკალავრებს, ასევე, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, „არემჯი ჯგუფს“ სტუ-სთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს, კორპორაცია არის ერთ-ერთი გამორჩეული დამსაქმებელი, სადაც სტუდენტები გადიან სტაჟირებას.
„არემჯი ჯგუფთან“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ექვსწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ამ პერიოდში ერთ წლიანი სტიპენდია 80-მა სტუდენტმა მოიპოვა. პროექტი 2018 წელს სამთო-გეოლოგიურ დარგში წარმატებული და მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვის მიზნით დაიწყო, დღეს კი კონკურსში მონაწილეობა ხუთი ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაა შესაძლებელი. ექვსი წლის მანძილზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „არემჯის“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი, რომელიც სტუდენტების განვითარებაზე და მათ მაღალკვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული. მინდა, მადლობა გადავუხადო კორპორაციას თანამშრომლობისთვის და წარმატებები ვუსურვო სტუდენტებს“, – აცხადებს სტუ-ის რექტორი.
ინფორმაციისთვის – კონკურსი სამ ეტაპს მოიცავს და აპლიკანტებს დოკუმენტაციის (პირადი რეზიუმე; აკადემიური მოსწრების ბარათი; სამოტივაციო წერილი) გაგზავნა 13 ნოემბრამდე შეუძლიათ შემდეგ მისამართზე: scholarship@richmetalsgroup.com .
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...