ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები, პროფესორი თამარ ლომინაძე და პროფესორი თამარ წერეთელი ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (Northwestern Polytechnical University) დელეგაციას შეხვდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ: ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ბოსტანაშვილი და დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანის მოადგილე, პროფესორი გოჩა მიქიაშვილი. ასევე, ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები: ჯიე კონგი, ქინგჯიანგ ჟენგი, ჟაოვენ ლიუ.
ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ განაცხადა, ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა ორიენტირებულია ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე.

“ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი არის მრავალდარგობრივი და კვლევისკენ ორიენტირებული უნივერსიტეტი, რომელიც თანაბრად ავითარებს განათლებისა და კვლევის პროგრამებს აერონავტიკის, ასტრონავტიკისა და საზღვაო ტექნოლოგიური ინჟინერიის სფეროებში.
თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი წარმატებული საინჟინრო და ასევე, ჰუმანიტარული მიმართულებების უმაღლესი სკოლა, სადაც სწავლება-სწავლის და კვლევების პროცესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს.
ჩინელ კოლეგებთან ერთად მიმოვიხილეთ ორ უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. დარწმუნებული ვარ, ჩვენსა და ჩინელ კოლეგებს შორის არსებული სამეცნიერო კავშირები და ის მეგობრობა, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩინეთის არაერთ უნივერსიტეტს აკავშირებს, ახალ საფეხურზე გადავა, რაც ახალ გეგმებს, ახალი სამეცნიერო მიღწევებს, ახალ კონტაქტებს, სტუდენტებისა თუ აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს გულისხმობს”, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თამარ წერეთლის თქმით, ახლო მომავალში იგეგმება ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეცნიერებმა და მკვლევრებმა, ჩინელ კოლეგებთან ერთად, ინოვაციების ერთობლივად დანერგვის მიმართულებით იმუშაონ. დარწმუნებული ვართ, განათლებისა და მეცნიერების დარგში კოლაბორაცია დადებით შედეგს მოუტანს როგორც ტექნიკურ უნივერსიტეტს, ასევე, ჩრდილო-დასავლეთის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს და საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობებს გაცილებით მრავალმხრივს გახდის”, – განაცხადა თამარ წერეთელმა.
ვიზიტის ფარგლებში ჩრდილო-დასავლეთ პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიები დაათვალიერეს.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...