გალერეა „უნივერსში“ სტუდენტური გამოფენა – „რეალობაში დაკარგული მშვენიერება“ გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გალერეა „უნივერსში“, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფური გამოფენა – „რეალობაში დაკარგული მშვენიერება“ გაიმართა.
ექსპოზიციაში არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის 10 სტუდენტის მიერ შექმნილი 60 ნამუშევარი – ფერწერული ტილოები, შავ-თეთრი გრაფიკა, სხვადასხვა მასალისგან შესრულებული კოლაჟები, მინიატურული ფორმის ნახატები და დიდი პანოები იყო გაერთიანებული.
სტუდენტთა ნამუშევრებს მაღალი შეფასება მისცეს ფაკულტეტის დეკანმა, პედაგოგებმა, სტუდენტებმა, ასევე, მოწვეულმა სტუმრებმა – ცნობილმა მხატვრებმა და გალერისტებმა.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო იმნაძე აღნიშნავს, სტუდენტური გამოფენა ყოფითობაში დაკარგული მშვენიერების ძიებას მიეძღვნა.
ნინო იმნაძის თქმით, პრაგმატულ რეალობას ახალგაზრდებმა ფერადოვნებით აღსავსე ხედვები დაუპირისპირეს და წარმოადგინეს საუკეთესო ნამუშევრები, რომლებიც ნებისმიერ ცნობილ გალერეას დაამშვენებდა.

„შეუძლებელია არ აღფრთოვანდე იმ ნამუშევრებით, რომლებიც ჩვენმა სტუდენტებმა წარმოადგინეს. სამყაროს მათეული ხედვა, შემოქმედებითი აზროვნება, ფერთა საუცხოო გამა, გასაოცარი პლასტიკა და კომპოზიცია, ტილოზე, ქაღალდზე თუ დიდ პანოებზე გადმოტანილი უნიკალური არქიტექტურული ობიექტები, პორტრეტები, უჩვეულოდ საინტერესო კოლაჟები – ყველაფერი ეს თამამად უპირისპირდება ჩვენს პრაგმატულ რეალობას და გაჯერებულია დაკარგული მშვენიერების ძიების დაუოკებელი სურვილით, ყოვლისმომცველი სიყვარულით. „რეალობაში დაკარგული მშვენიერება“ – სწორედ ამ ქოლგის ქვეშ ერთიანდება არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის 10 სტუდენტის 60 ნამუშევარი, რომელიც, თამამად შემიძლია ვთქვა, ნებისმიერ ცნობილ გალერეას დაამშვენებდა.
ახალგაზრდებმა წინა პლანზე წამოსწიეს ის, რაც ყველაზე მეტად აკლია დღევანდელ პრაგმატულ ყოფითობას – ლიტერატურა, შემოქმედებითობა, ფერწერულობა, ხალასი ფერადოვნება.
მადლობას ვუხდით სტუდენტებს არაჩვეულებრივი გამოფენისთვის, იმ ამაღლებული განწყობისთვის, რომელმაც თითოეული ჩვენგანი მოიცვა. უნივერსიტეტში შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, ჩვენი ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, საუნივერსიტეტო გალერეა „უნივერსსა“ და მის ხელმძღვანელს, პროფესორ ლალი ღოღელიანს, რომელიც მუდამ მზად არის უმასპინძლოს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტურ გამოფენებს. სწორედ შემოქმედებითი პროცესის მხარდაჭერით ხდება შესაძლებელი ტალანტების გამოვლენა, რაც ძლიერი სტიმულია ნებისმიერი სტუდენტისთვის“, – ამბობს ნინო იმნაძე.
გალერეა „უნივერსში“ არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტთა გამოფენამ – „რეალობაში დაკარგული მშვენიერება“ – სამი დღე გასტანა. საუნივერსიტეტო საგამოფენო სივრცე ღია იყო ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...