განცხადება – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ
1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 18 იანვრის დადგენილების შესაბამისად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის არჩევნები აკადემიურ საბჭოში დაინიშნა 2020 წლის 16 თებერვალს.
2. პრეტენდენტთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა აკადემიურ საბჭოში გაიმართება 2024 წლის 14 თებერვალს.
3. არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება 2024 წლის 2 თებერვალს და მიმდინარეობს 2024 წლის 9 თებერვლის ჩათვლით.
- ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
გ) აქვს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
- პრეტენდენტმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე;
ბ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;
გ) სამეცნიერო-პედაგოგიური და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) სამოქმედო გეგმა;
ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) ავტობიოგრაფია (CV), გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების მითითებით;
ზ) 2 ფოტოსურათი,ზომით 3X4-ზე;
თ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.
- განაცხადები მიიღება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისის სამდივნოში, თბილისი, კოსტავას,77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 233. განაცხადები მიიღება 10 საათიდან 17 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა.
7. მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი თუ მას უკვე წარმოდგენილი აქვს ასეთი ცნობები უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...