კლაუს ჰიპმა სტუ-ის სტუდენტებისთვის კონკურსი გამოაცხადა
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფ მეცენატს, ცნობილ გერმანელ ხელოვანსა და მეწარმეს, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის HIPP-ის დამფუძნებელს, სტუ-ის საპატიო დოქტორ კლაუს ჰიპს უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ დიზაინის საერთაშორისო სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობს სიგელი გადასცა.
კლაუს ჰიპი შეხვდა სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს. მეცენატმა, წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებისთვის გამოაცხადა კონკურსი. როგორც ფაკულტეტის მენეჯერი ნინო ახობაძე აცხადებს, კლაუს ჰიპმა დაათვალიერა სტუდენტების ნამუშევრები და კონკურსში გამარჯვებულებს წლის ბოლომდე დაასახელებს.
„უკვე მრავალი წელია, კლაუს ჰიპი თვითონ ირჩევს რამდენიმე სტუდენტს და იწვევს გერმანიაში, საკუთარ საწარმოში ერთთვიანი საზაფხულიო პრაქტიკის გასავლელად. პრაქტიკანტი სტუდენტები იღებენ მოგზაურობის, ცხოვრებისა და კვების სრულ დაფინანსებას. მათ საშუალება ეძლევათ ერთი თვის განმავლობაში იმუშაონ HIPP-ის საწარმოს ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ, საფინანსო თუ ლოჯისტიკურ განყოფილებებში. ცოტა ხნის წინ, გერმანიაში დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები ნია გალეგაშვილი და თამარ ბახტაძე გაემგზავრნენ. ისინი ამ ეტაპზე მიუნხენში არიან და ერთ-ერთი უძველესი ტაძრის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობენ. მონასტრის საკონფერენციო დარბაზისთვის, ჩვენი სტუდენტების შექმნილი ნამუშევრები, მუდმივად იქნება გამოფენილი. მომავალ წელს კონკურსში გამარჯვებული ორი სტუდენტი გაემგზავრება გერმანიაში“, – განაცხადა ნინო ახობაძემ.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კომპანია HIPP-თან მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომლის საფუძველზეც წელიწადში ორჯერ დიზაინის საერთაშორისო ფაკულტეტზე კომპანია ატარებს კონკურს, რომლის გამარჯვებულები მიდიან გერმანიაში. ამ პროექტის ფარგლებში 30-მდე სტუდენტმა გაიარა სტაჟირება გერმანიის სხვადასხვა ქალაქში. ასევე, სტუ-ისა და HiPP GmbH & Co. Vertrieb KG-ს შორის განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტი კომპანიას პერიოდულად მიაწვდის დიზაინის საერთაშორიასო სკოლისა და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა სიას, საიდანაც კომპანია ორივე საფეხურის 2-2 სტუდენტს შეარჩევს. სტუდენტები სამი წლის განმავლობაში სტაჟირებას HiPP GmbH & Co. Vertrieb KG-ში გაივლიან.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...