„მწვანე ფინანსები: ინვესტიციები მდგრად განვითარებაში“ – სტუ-ში საჯარო ლექცია ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, საუნივერსიტეტო პროექტის – „მწვანე ფინანსები და მასთან დაკავშირებული ინსტრუმენტები“ – ფარგლებში, მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა.
სტუდენტების წინაშე საჯარო ლექციით – „მწვანე ფინანსები: ინვესტიციები მდგრად განვითარებაში“ – ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მედეა ჭელიძე წარსდგა. საჯარო ლექციას, ასევე, ესწრებოდნენ საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი რატი ბურდიაშვილი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები.

როგორც პროფესორმა მედეა ჭელიძემ აღნიშნა, მწვანე ეკონომიკა მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების პროცესში გარემოსდაცვითი გამოწვევების მაქსიმალურად გათვალისწინებას, შესაბამისად, მწვანე ინვესტიციები ხორციელდება ისეთ პროქტებში, რომლებიც ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებისა და გარემოზე ზიანის შემცირებისკენ არის მიმართული.
მისი თქმით, მსოფლიოში სულ უფრო მზარდია მწვანე ინვესტირება იმ ტიპის პროექტებში, რომლებიც ითვალისწინებს კლიმატის ცვლილების განეიტრალებას, მწვანე ცნობიერების ამაღლებას, ბიომრავალფეროვნებას, ენერგოეფექტურობას, რესურსეფექტურობას, განახლებად ენერგიებს, ჯანდაცვას და სხვა.
გამომსვლელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მდგრადი დაფინანსებისა და მწვანე ინიციატივებში ინვესტირების შესაძლებლობებზე, ისაუბრა რესურსეფექტური ინვესტიციების შესახებ, რაც სულ მეტად მნიშვნელოვანი და მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის მისი მრავალმხრივ სარგებლიანობიდან გამომდინარე.
მედეა ჭელიძემ სტუდენტებს რესურსეფექტური მწვანე ტექნოლოგიების ეკონომიკურ სარგებელზე ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ საოპერაციო ხარჯების შემცირებასთან ერთად, რესურსეფექტური მწვანე ტექნოლოგიები უზრუნველყოფს პროდუქტის ხარისხის ამაღლებას, წარმადობისა და სანდოობის ზრდას, ამასთან ერთად, დასაქმებულთა სამუშაო პირობებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
მედეა ჭელიძე, ასევე, შეეხო მწვანე დაფინანსების დადებით გავლენებს კონკურენტუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით, ისაუბრა მცირე და საშუალო ბიზნესის პოზიციონირების გააქტიურებაზე მწვანე მიწოდების ჯაჭვებში, რაც იძლევა ეფექტიან შედეგებს როგორც ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერების, ისე, გარემოსდაცვისა და ჯანდაცვის მიმართულებით უარყოფითი გავლენების შემცირების მხრივ.
საჯარო ლექციის დასასრულს, გამომსვლელმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მწვანე ინვესტირებასთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინა. აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის შემდეგ ახალგაზრდებმა მსგავსი შეხვედრების რეგულარულად გამართვის სურვილი გამოთქვეს.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...