ფოტოკონკურსი ახალგაზრდებისთვის
„სადაც უნდა ცხოვრობდე და მუშაობდე, თუ ახალგაზრდა ხარ და ფოტოების გადაღება გიყვარს, ეს გზავნილი შენთვისაა“, – თავისუფალი ასოციაცია და ფრიდრიხ ებერტის ფონდი, პროექტის – „ცხოვრება კონფლიქტებს მიღმა“ ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის ფოტოკონკურსს მართავენ.
ორგანიზატორები სამ გამარჯვებულ საკონკურსო ნამუშევარს გამოავლენენ და სამივე ავტორს ფულადი პრიზით – 380 ლარით დააჯილდოებენ.
ფოტოამბის თემატიკა შეიძლება იყოს: სოციალური საკითხები, ეკოლოგია, ახალგაზრდები, კულტურა, განათლება, ადამიანის უფლებები და, ზოგადად, საზოგადოებრივი ამბები, რასაც ფოტოს ავტორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
საკონკურსო პირობები:
- საკონკურსო ნამუშევარი არ უნდა შეიცავდეს სიძულვილის ენას;
- არ უნდა ატარებდეს პოლიტიკოსების, პოლიტიკური აქტივისტებისა და პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს;
- არ უნდა იყოს გამოქვეყნებული რომელიმე მედიასაშუალებაში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა გადაღებული ორიგინალური ფოტონამუშევარი, ტექსტთან ერთად (ფოტოთი გადმოცემული ამბის აღწერა), მიმდინარე წლის 23 აგვისტომდე, უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tavisupalia@gmail.com; მასალას დაურთონ საკონტაქტო ნომერი და მიუთითონ თავიანთი ასაკი. დამატებითი ინფორმაციისთვის მიღება შესაძლებელია ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით; ორგანიზატორები ოპერატიულად გამოგეხმაურებიან.
პროექტს „ცხოვრება კონფლიქტებს მიღმა“ თავისუფალი ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში თავისუფალი ასოციაციის ვებგვერდსა და სოციალურ გვერდებზე არაერთი საინტერესო ფოტო და ვიდეოამბავია განთავსებული.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...