საქართველოს სამთო საზოგადოების თავმჯდომარედ სტუ-ის პროფესორი ირაკლი გუჯაბიძე აირჩიეს
საქართველოს სამთო საზოგადოების უმაღლესმა მმართველობითმა ორგანომ — პრეზიდიუმმა, საზოგადოების თავმჯდომარედ სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირაკლი გუჯაბიძე აირჩია.
სხდომას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სამთო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ნიკოლოზ ჩიხლაძე, სამთო მექანიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი ლევან ჯაფარიძე, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი. ასევე, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის და სამთო საზოგადოების პრეზიდიუმის წევრის, პროფესორ ანზორ აბშილავას თქმით, საქართველოს სამთო საზოგადოების თავმჯდომარედ პროფესორ ირაკლი გუჯაბიძის არჩევა შემთხვევითი არაა.
„ირაკლი გუჯაბიძე სამთოელია. უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით შესრულდა საქართველოში კლდეში ნაკვეთი ძეგლების – დავით გარეჯის, ვარძიის, უფლისციხის რესტავრაციისა და რეაბილიტაციის პროექტები, შემუშავდა სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების პროექტები, ქალაქის მიწისზედა და მიწისქვეშა ნაგებობათა გაანგარიშებისა და მათი დაცვის მეთოდები და საშუალებები, შეიქმნა თბილისის მიწისქვეშა სივრცეების ათვისების კონცეფცია. ამ და სხვა სამეცნიერო მოღვაწეობის ფონზე, ირაკლი გუჯაბიძის კანდიდატურა ყველა სამთოელისთვის მისაღებია. ვულოცავ კოლეგას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას და წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა ანზორ აბშილავამ.
საქართველოს სამთო საზოგადოების ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პრეზიდიუმს ნდობისთვის, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის.
„ძალიან დიდი რესურსები აქვს საქართველოს სამთო საზოგადოებას იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოს სამთო-მოპოვებით საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიმართულებით, ამიტომ საინტერესო პროექტების განხორციელებას ვაპირებ. პირველ რიგში პრეზიდიუმს წარვუდგენ სამოქმედო გეგმას, რომლის დამტკიცების შემთხვევაში ვაპირებთ ქვეყნის მასშტაბით შევიკრიბოთ და მოქმედების გეგმა წარვადგინოთ. მოვისმინოთ მათი შეხედულებები და დავიწყოთ აქტიური საქმიანობა“, – განაცხადა ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ.
საქართველოს სამთო საზოგადოების მორიგი სხდომა ერთი თვის ვადაში გაიმართება.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...