საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ისტორიკოს ალექსანდრე ნონეშვილს 70 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, ცნობილ ისტორიკოსს, არქეოლოგსა და მკვლევარს, ისტორიის აკადემიურ დოქტორს, სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის პროფესორს, აკადემიური საბჭოს წევრს – ალექსანდრე (სანდრო) ნონეშვილს 70 წლის იუბილეს ულოცავს.
„ცნობილ მკვლევარს, ისტორიკოსსა და არქეოლოგს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის პროფესორს, აკადემიური საბჭოს წევრს, ერუდიციითა და პიროვნული თვისებებით გამორჩეულ კოლეგასა და შესანიშნავ პედაგოგს, ახალგაზრდების საუკეთესო თაობების აღმზრდელს – სანდრო ნონეშვილს 70 წელი შეუსრულდა.
სანდრო ნონეშვილი ერთ-ერთია ჩვენს საუნივერსიტეტო სივრცეში, რომელიც სტუდენტებს შორეული თუ უახლესი წარსულის ფაქტებს, მოვლენებსა და გზავნილებს, ისტორიულ მოღვაწეთა შესახებ ცნობებს უბადლოდ და დროულად აწვდის, წარსული გამოცდილების გაზიარებით უმდიდრებს თვალსაწიერს სწორედ იმ მიზნით, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ დღეს არსებული უმთავრესი გამოწვევების მასშტაბურად შემეცნება-გააზრება, ახალი პოლიტიკური ლანდშაფტის გლობალურ ჭრილში აღქმა, ისტორიის გამოყენება იმ ერთ-ერთ საჭირო და აუცილებელ ინსტრუმენტად, რაც ახალ თაობას უბიძგებს იბრძოლოს, იღვაწოს იმისათვის, რომ ქართულმა სახელმწიფომ ევროპულ ოჯახსა და საერთაშორისო სივრცეში ღირსეულად შეძლოს პოზიციონირება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავთ სანდრო ნონეშვილს 70 წლის იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს სამეცნიერო-აკადემიურ კარიერაში“.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...