საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „მთავარი არხის“ სიუჟეტს ეხმიანება
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში – „მთავარი შაბათს“ გასულ სიუჟეტს ეხმიანება.
ჟურნალისტების მხრიდან ადგილი ჰქონდა უსუსურ მცდელობას, საზოგადოების სამსჯავროზე უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამა გამოეტანათ და საზოგადოების აგრესია იმ დოქტორანტებისკენ მიემართათ, ვინც აღნიშნულ პროგრამაზე სწავლასა და კვლევებს აგრძელებს, შედეგად კი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დისკრედიტაცია მოეხდინათ.
„ჟურნალისტების – გადაცემა „მთავარი შაბათს“ წამყვანისა და სიუჟეტის ავტორის მცდელობამ – პირდაპირი თუ ირიბი, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, უსუსური და ცილისმწამებლური ბრალდებებით, ობიექტურობას ამოფარებული დეზინფორმაციული ხრიკებით შეელახათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი სამეცნიერო-აკადემიური წრეების სახელი, გამიზნულად მოეხდინათ კონკრეტულ სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესის დისკრედიტაცია – რბილად რომ ვთქვათ, მოულოდნელი კომიკური ელფერი შესძინა სიუჟეტს, რაც საზოგადოების ობიექტურად განწყობილ და ჯანსაღად მოაზროვნე ნაწილში სიუჟეტის ავტორების მიმართ მხოლოდ ირონიას თუ აღძრავს.
ღიმილს იწვევს გამოცდილი ჟურნალისტების ბრალდება და შეფარული აქცენტები თუნდაც იმის შესახებ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება და პროგრამაზე ჩაბარების მსურველები მრავლად არიან, რაც ობიექტურად, აღნიშნული სადოქტორო პროგრამის დიდი წარმატებაა. სიუჟეტი გადატვირთულია მსგავსად კომიკური და ყურით მოთრეული არაერთი ბრალდებით, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე, იმ დოქტორანტების მიმართ, რომლებიც საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობენ, რაც უნებურად, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ თითქმის 9-წუთიანი სიუჟეტი მხოლოდ საეთერო სივრცის შევსების მიზნით მომზადდა, რადგან გადაცემა სერიოზული თემების ნაკლებობას განიცდიდა.
რაც შეეხება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, პლურალიზმის პრინციპების გათვალისწინებით, მისი კარი ყოველთვის ღიაა ნებისმიერი მოქალაქისთვის, ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდებისთვის – განურჩევლად ეროვნებისა, მრწამსისა ან პარტიული მიკუთვნებისა – ვისაც სურს ცოდნა გაიღრმაოს, პრაქტიკული უნარები განივითაროს, პროფესიონალად ჩამოყალიბდეს და მეცნიერებას ეზიაროს.
გარდა
ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ღიაობისა და გამჭვირვალობის პრინციპების
სრული დაცვით, მზად არის, დაინტერესებული მედიასაშუალებები, წინასწარი მოთხოვნის საფუძველზე,
საუნივერსიტეტო სივრცეში სადოქტორო პროგრამებზე მისაღებ გამოცდებს დაასწროს, ასევე,
საგამოცდო კომისიების მუშაობის მონიტორინგის შესაძლებლობა მისცეს“, – აღნიშნულია საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...