საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სახელოვან სპორტსმენსა და კურსდამთავრებულს, როსტომ აბაშიძეს 89-ე წლისთავს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, საქართველოს სპორტის რაინდს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორს, 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ სახელოვან და ღირსეულ კურსდამთავრებულს, როსტომ აბაშიძეს, დაბადებიდან 89 წლისთავს ულოცავს.
როგორც სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, როსტომ აბაშიძე ახალგაზრდა თაობისთვის თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი თანაბრად წარმატებული იყოს სპორტულსა და აკადემიურ კარიერაში.
„საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ვულოცავთ ბატონ როსტომ აბაშიძეს 89-ე დაბადების დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას! როსტომ აბაშიძე ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს შორის ერთ-ერთია, რომელსაც ბერძნულ-რომაული სტილით ასპარეზობისას მარცხი არასოდეს განუცდია. 90-ზე მეტი ჩატარებული შეხვედრიდან აბსოლუტური უმრავლესობა მან გამარჯვებით დაასრულა და მხოლოდ რამდენჯერმე დასჯერდა ფრეს. გარდა შესაშური სპორტული მიღწევებისა, ის გამორჩეულია პიროვნული თვისებებით, რასაც ცხადყოფს მისი ახლო მეგობრობა ისეთ მეტოქეებთან, რომლებიც სპორტულ შეჯიბრებებში არაერთხელ დაუმარცხებია. როსტომ აბაშიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებული და ასპირანტი გახლდათ, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ კი, წლების განმავლობაში, საინჟინრო მიმართულებით, საპასუხიმგებლო თანამდებობებს იკავებდა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ჩემპიონატებისა და ტურნირების მრავალგზის პრიზიორი, დიდებული ფალავანი და სპორტის რაინდი, ამავდროულად, შესანიშნავი მშენებელ-ინჟინერი – როსტომ აბაშიძე ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის თვალსაჩინო მაგალთია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი თანაბრად წარმატებული იყოს სპორტულ და აკადემიურ კარიერაში“.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...