საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედმა კონფერენციამ რიგით მე-15 სხდომა გამართა
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-15 სხდომა, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.
რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-15 სხდომის მუშაობაში საქართველოში აკრედიტებული 33 სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ორგანიზაციის წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო, რის შემდეგაც სხდომამ სამუშაო რეჟიმში გადაინაცვლა.
კონფერენციის წევრებმა, დღის წესრიგის თანახმად, მუდმივმოქმედი კონფერენციის სამდივნოს ხელმძღვანელის არჩევის საკითხზე იმსჯელეს და აღნიშნულ პოზიციაზე სტუ-ის რექტორის მრჩევლის, კონსტანტინე ბასილაშვილის კანდიდატურა განიხილეს და მის განვლილ საქმიანობას მაღალი შეფასება მისცეს.
მოსაზრებების შეჯერების შემდეგ გამართული კენჭისყრის შედეგად, სამდივნოს ხელმძღვანელის პოზიციაზე კონსტანტინე ბასილაშვილი მეორე ვადით აირჩიეს და წარმატებები უსურვეს.

რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ განსახილველად გამოიტანა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი, რომელიც ითვალისწინებდა ორგანიზაციის სარევიზიო კომისიის არჩევას სამი წევრის შემადგენლობით.
სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატურებად დასახელდნენ: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი შალვა ჭკადუა; შოთა მესხიას ზუდგიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თეონა ხუფენია; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) რექტორი, პროფესორი გია კავთელიშვილი. კენჭისყრის შედეგად, რექტორთა კონფერენციამ სარევიზიო კომისია აღნიშნული შემადგენლობით დაამტკიცა.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხად განხილულ იქნა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის – თამარიუნის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის ასოცირებულ წევრად მიღება.
უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ მოხსებით წარდგა თამარიუნის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე). თამარიუნის შესახებ ისაუბრა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, თამარიუნს ორგანიზაციის ასოცირებული წევრის სტატუსი მიენიჭა.
ძირითადი საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, კონფერენციის წევრებთან ერთად, რამდენიმე მიმდინარე საკითხზე იმსჯელა.
სხდომის დასასრულს, დავით გურგენიძემ კონფერენციის წევრებთან საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის გამოკითხვის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ მოკლე მოხსენება გააკეთა.
ცნობისათვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენცია, რომელიც ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის – „Magna Charta Universitatum” ფუნდამენტურ პრინციპებს იზიარებს, 2019 წლის ივლისში დაფუძნდა. ეს ერთგვარი პლატფორმაა, სადაც საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების რექტორები უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ და თავიანთ პოზიციებს აჯერებენ.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...