სტუ-ი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, ავტორიზაციის თვითშეფასების ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურებისა და ავტორიზაციის თვითშეფასების ანგარიშის მომზადების ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ“, რექტორის 2023 წლის 13 თებერვლის N166224 ბრძანების პირველი პუნქტით შექმნილი ავტორიზაციის თვითშეფასების ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული თვითშეფასების დოკუმენტის პროექტი განიხილეს.
სხდომას ესწრებოდნენ: თვითშეფასების ჯგუფის წევრები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, აკადემიური საბჭოს მდივანი, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, სტუ-ის დეპარტამენტების ხელმძღვანელები, სტუდენტური სერვისების ცენტრის და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფაკულტეტების დეკანები და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების წარმომადგენლები.
დამსწრე საზოგადოებას სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის – „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტორიზაციის თვითშეფასების ანგარიშის პროექტის განხილვა და საბოლოო რედაქციის დადასტურება“ – შესახებ, სტუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით მახვილაძემ მიაწოდა ინფორმაცია.
დავით მახვილაძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ავტორიზაციის 7 სტანდარტის და მასში შემავალი 19 კომპონენტის შესრულებასთან დაკავშირებით. კერძოდ: უნივერსიტეტის აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ჩაატარა „ავტორიზაციის სტანდარტების შესრულებისა და პროცედურების შესახებ“ ტრენინგები/ვორკშოპები 3 ეტაპად. თითოეულმა ეტაპმა გაითვალისწინა კონკრეტული სამიზნე აუდიტორია და გაგრძელდა 2-2 დღე. უნივერსიტეტის რექტორის ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად, სტუ-ის სტრუქტურულმა ერთეულებმა უზრუნველყვეს უნივერსიტეტის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით განსახორციელებელი თვითშეფასებისთვის საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტაციის დიდი ნაწილის საქმისწარმოების დადგენილი წესით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში წარდგენა, ხოლო ურთიერთთანამშრომლობის პირობებში, შემდგომ პერიოდში, მოხდა არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის დარჩენილი ნაწილით მაქსიმალური შევსება. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ყველა სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობით, შეიმუშავა ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის აღწერა / შეფასება / ანალიზის დოკუმენტი და გასცა კონკრეტული რეკომენდაციები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ მოქმედი ავტორიზაციის 7 სტანდარტისა და 19 კომპონენტის შესაბამისად.
თვითშეფასების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე იმართებოდა თვითშეფასების ჯგუფის სხდომები, სადაც განიხილებოდა კონკრეტული, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
ხაზგასასმელია, რომ უნივერსიტეტში ავტორიზაციის სტანდარტების, ისევე როგორც გარე შეფასების სხვა წარმოების ფარგლებში გათვალისწინებული/შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების პროცესი, არ არის შეზღუდული გარკვეული პერიოდულობით. უნივერსიტეტის ყველა მმართველი სუბიექტი, მართვის ორგანო, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული თუ სტრუქუტურული ერთეული, მისთვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულია ყოველდღიურად იზრუნოს პროცესის ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე.
წარმოდგენილი თვითშეფასების ანგარიშის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის თითოეული მიმართულებისა და ყველა რანგის თანამშრომელმა, შესაბამისი სამსახურებრივი კომპეტენციით. პროცესში მონაწილეობას იღებდნენ აგრეთვე დაინტერესებულ პირთა ფართო წრე.
სტუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ავტორიზაციის თვითშეფასების ჯგუფის მიერ გაწეული სამუშაო დადებითად შეფასდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, მზადაა სათანადო მტკიცებულებებით წარადგინოს სააკრედიტაციო განაცხადი.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...