სტუ- ის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის ლოგოს შექმნასთან დაკავშირებული კონკურსის შედეგი 1 აპრილს გამოცხადდება
სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის ლოგოს შექმნასთან დაკავშირებული კონკურსის შედეგი 1 აპრილს, 12:00 საათზე გახდება ცნობილი. დაჯილდოების ცერემონია საქართველოს ტექნიკური უნვერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მე-3 სართულის ფოიეში გაიმართება.
რექტორის ბრძანებით, შექმნილმა საკონკურსო ჟიურიმ, 25 მარტს სამი თანაბარი შეფასების მქონე პროექტი გამოავლინა და პროექტის ავტორებს დამატებითი რეკომენდაციები მისცა.
კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებული მხოლოდ ერთი სტუდენტი გახდება, რომელსაც ჯილდოს სახით, 2000 (ორი ათასი) ლარი გადაეცემა. იმავე დღეს, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის მე-3 სართულის ფოიეში საკონკურსო პროექტები გამოიფინება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით, კონკურსი 2 მარტს გამოაცხადა.
კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. საკონკურსო პირობები უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ბრძანების შესაბამისად განისაზღვრა. სტუდენტებს საკონკურსო მასალები 2024 წლის 20 მარტის ჩათვლით, 18.00 საათამდე უნდა წარმოედგინათ. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საკონკურსო წინადადება მსუბუქი მასალისგან დამზადებულ A2 ვერტიკალურ პლანშეტზე ნაბეჭდი პროექტის სახით, უნდა წარმოედგინათ. ასევე, ელექტრონულ ვერსიაში (CD/DVD). საკონკურსო წინადადებას აუცილებლად უნდა ახლდეს ამობეჭდილი განმარტებითი ბარათი (A4 ზომის ფორმატი, N 12 შრიფტი), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს და მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ესკიზის კონცეფცია, ასევე, მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა, მასალაში შესრულების შემთხვევაში.
ცნობისათვის: სტუ-ის რექტორის თავდაპირველი ბრძანების თანახმად, რომელიც 2024 წლის 1 მარტით თარიღდება, საკონკურსო ჟიურის კონკურსის შედეგები 22 მარტს უნდა გამოეცხადებინა. თუმცა, სტუ-ის რექტორის თავდაპირველ ბრძანებაში შეტანილი ცვლილების შედეგად, კონკურსის შედეგების გამოცხადების თარიღად 1 აპრილი დასახელდა.
შესაბამისად, სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის ლოგოს შექმნასთან დაკავშირებით კონკურსის შედეგი 1 აპრილს გამოცხადდება.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...