სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს საერთაშორისო კონფერენციით იწყებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი ახალ სასწავლო წელს იწყებს საერთაშორისო საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციით – „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი გამოწვევები და შესაძლებლობები“.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი, ასევე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონფერენციას რამდენიმე ევროპული ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები დაესწრებიან.
სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის თქმით, საერთაშორისო კონფერენცია სტუდენტებს აძლევს საშუალებას, გამოავლინონ უნარები.
კონფერენციის მხარდამჭერები არიან: გაერთიანებული ერების ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism); მთის პარტნიორობა (MOUNTAIN PARTNERSHIP, FAO); გრასრუტ ინსტიტუტი – THE GRASSROOTS INSTITUTE (კანადა); იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო – საქართველოს ოფისი (JICA, იაპონია); ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; დაცული ტერიტორიების სააგენტო; კურორტების განვითარების სააგენტო; გარემოს ეროვნული სააგენტო; მილანის უნივერსიტეტი (იტალია); სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers ; ტურისტული კომპანია Magic Roads; გარემოს დაცვის ეკოცენტრი (გაეროს ECOSOC საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია); კავკასიის მთიანი რეგიონების საერთაშორისო ასოციაცია; კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრი; სტუ-ის ინსტიტუტი ტექინფორმი.
„2024-2025 სასწავლო წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სხვადასხვა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სრულად შეივსო მისაღები კონტიგენტი. კერძოდ, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 250 აბიტურიენტი, მაგისტრატურის – 110, ხოლო დოქტორანტურის – 20.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს აქვს მაღალი რეიტინგი და ერთ-ერთი მოთხოვნადია ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში. ხორციელდება სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებულ სასწავლო მეთოდოლოგიის დანერგვაზე, სამეცნიერო კვლევებზე და იძლევა პროფესიული კვალიფიკაციის თეორიულ და პრაქტიკულ უნარებს. ფაკულტეტის ძირითადი მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება/გადამზადება.
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ტარდება საერთაშორისო კონფერენციები, ვორქშოფები, ტრენინგები. განხორციელდა საერთაშორისო და შიდა საფაკულტეტო პროექტები პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მონაწილეობით; ტრადიციად იქცა უცხო ქვეყნის პროფესორთა მიერ საჯარო ლექციების ჩატარება; ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების ავტორობით გამოიცა მრავალი მონოგრაფია, სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო; ისინი მონაწილეობენ ადგილობრივ/საერთაშორისო კონფერენციებში საქართველოსა და უცხოეთში, კითხულობენ ლექციებს ევროკავშირის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში, არიან სხვადასხვა დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსები, ნიუ-იორკის აკადემიის წევრები, საერთაშორისო იმფაქტ-ფაქტორიანი ინდექსაციის მქონე ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრები, ტრენერები, აკრედიტაციის ექსპერტები, ღირსების ორდენის მფლობელები, პარლამენტის ყოფილი წევრები; ფაკულტეტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც სტუდენტები გადიან სტაჟირებას და პრაქტიკას; ფაკულტეტის დოქტორანტებმა მრავალჯერ მოიპოვეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტი
ჩვენი სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული ERASMUS+ გაცვლით პროგრამებში, 50-მდე სტუდენტი და პროფესორი იმყოფებოდა უცხოეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, 60-ზე მეტი სტუდენტი სახელმწიფო სტიპენდიანტია, 50-მდე სტუდენტს მოპოვებული აქვს სახელმწიფო გრანტი. ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ და არიან სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოს/ევროპის ჩემპიონები, ახალგაზრდული ნაკრების წევრები.
ჩვენი ფაკულტეტის წარმატება უკავშირდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივას, სტუდენტებისთვის შექმნას ევროპული სტანდარტის საგანმანათლებლო სივრცე. მადლობას მოვახსენებ აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის,“ – აცხადებს რუსუდან ქუთათელაძე.
ცნობისათვის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის დაწესებულია სამი სახელობითი სტიპენდია: ნიკო ნიკოლაძის, აკაკი ხოშტარიას და დავით სარაჯიშვილის. ფაკულტეტი, სხვა ფაკულტეტებთან ერთად, აქტიურადაა ჩართული ქვეყნის ინოვაციური განვითარების პროცესში.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...