სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე პირველკურსელებისა და კურსდამთავრებულებისათვის მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებისათვის დიპლომების გადაცემით გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რექტორი მიესალმა როგორც პირველკურსელებს, ასევე კურსდამთავრებულებს და წარმატება უსურვა მათ.
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხური 2022/23 სასწავლო წელს 124-მა სტუდენტმა დაასრულა, აქედან 6-მა წითელ დიპლომზე.
სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ გასული სასწავლო წელი ფაკულტეტისთვის ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული იყო.
„პირველ რიგში, პირველკურსელებს ვულოცავ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას და წარმატებებს ვუსურვებ. იცოდეთ, ახალგაზრდებო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო, არის და რჩება სტუდენტზე ორიენტირებული. თქვენ ჩვენთან მიიღებთ ევროპული სტანდარტის შესაბამის უმაღლეს განათლებას, გექნებათ ყველა შესაძლებლობა, სწავლის დონე აიმაღლოთ საზღვარგარეთ, ნებისმიერ წარმატებულ უნივერსიტეტში. დღეს ფაკულტეტზე აღინიშნება არა მხოლოდ ახალი ნაკადის მიღების თარიღი, არამედ კურსდამთავრებულთა გაცილებაც. ეს არის თაობათა ცვლის ერთგვარი სურათი, სიმბოლო. წარმატებები მინდა ვუსურვო ახალგაზრდებს, რომელთაც ცოდნის მიღების ახალ, მეორე ეტაპს უნდა შეეჭიდონ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა დიდმა ნაწილმა მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ისევ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გადაწყვიტა სწავლა“, – განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.
ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი 7 წლისაა. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სამართალმემკვიდრეა, რომელიც თავის მხრივ ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სამართალმემკვიდრე იყო და ის სტუ-ში 1992 წელს დაარსდა.
7 წლის მანძილზე ბიზნესტექნოლოგიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსი 1000-ზე მეტმა სტუდენტმა დაასრულა.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...