სტუ-ის დელეგაციამ პროექტ LISS24-ის კონსორციუმის შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია, ევროკავშირის პროგრამის Erasmus+ პროექტის — „ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას“ (LISS24, Learn – Innovate – Sell – Succeed) ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ფინეთში, ტურკუს და ჰააგა-ჰელიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტებში იმყოფებოდა.
LISS24-ი Erasmus+ პროგრამის KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტია, რომლის მიზანი საინჟინრო განათლებაში ინოვაციური კომპეტენციის ამაღლებაა.
როგორც სტუ-ის დელეგაციის წევრი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია აღნიშნავს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, მონაწილეობა მიიღეს LISS24-ის კონსორციუმის შეხვედრებსა და სასწავლო-პრაქტიკულ ღონისძიებებში, რომლებსაც ტურკუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში, სტუ-ის დელეგაცია, ევროპის 10 ქვეყნის 26 უნივერსიტეტის დელეგაციებთან ერთად, შემფასებლის სტატუსით, მონაწილეობდა ჰელსინკიში, ჰააგა-ჰელიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში გამართულ „ევროპული სეილების კონკურსში“, რაც უნიკალური გამოცდილებაა სამომავლოდ, პროექტის ეგიდით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანი ინპლემენტაციისთვის.
„LISS24-ი ითვალისწინებს საინჟინრო და სხვა პროგრამის სტუდენტებისთვის B2B გაყიდვების კომპეტენციის გაძლიერებას და პროდუქციის „სეილების“ სწავლების კულტურის დანერგვას. ფინეთის უნივერსიტეტებში მიღებული გამოცდილება დიდად დაგვეხმარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებაში. ეს კი გულისხმობს აკადემიური პერსონალის გადამზადებას ტრენინგებისა და სწავლების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით; სერვისებისა და პროცესების განვითარებას; სასწავლო კურსების დანერგვასა და განათლებაზე ორიენტირებული გაყიდვების ლაბორატორიის Sales Lab-ის ამოქმედებას. პროექტი ასევე ითვალისწინებს ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული რეალური, პირდაპირი და ონლაინ გაყიდვების გამოცდილების ჩართვას სასწავლო პროცესში. LISS24-ის შედეგების პირველადი პილოტირება და პროექტის ეგიდით დაგეგმილი ძირითადი ღონისძიებების სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე განხორციელდება, რაც ჩვენს სტუდენტებს პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. გარდა ამისა, LISS24-ის ეგიდით, საქართველოში პირველად გაიმართება „სეილების სტუდენტური კონკურსი“, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უმასპინძლებს. აუცილებლად უნდა აღინისშნოს ის ფაქტიც, რომ LISS24-ის პროექტის კონსორციუმში, განათლების უმაღლესი დონის ექსპერტის სტატუსით, მიწვეულია რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის შედეგების ინსტიტუციონალიზაციისა და მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს მეტად ზრდის“, – აღნიშნავს ბორის გითოლენდია.
პროექტი – „ისწავლე – გააუმჯობესე – გაყიდე – მიაღწიე წარმატებას“ (LISS24), რომელიც 2026 წელს დასრულდება, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის KA 102 აქტივობის ფარგლებში ფინანსდება. პროექტის კონსორციუმის წევრები არიან უნივერსიტეტები, ასევე, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის: საქართველოდან, ფინეთიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან და სომხეთიდან. საქართველოში LISS24-ის ეროვნული კოორდინატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროექტის პარტნიორი კი — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში LISS24-ის ინსტიტუციურ კოორდინაციას ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი ახორციელებს.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...