სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები მიუნხენში გაივლიან სტაჟირებას
img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}
სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებმა, ნია გალეგაშვილმა და თამარ ბახტაძემ, კომპანია HIPP-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს და ქალაქ მიუნხენში ერთთვიან სტაჟირებას გაივლიან.
სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მენეჯერის, ნინო ახობაძის თქმით, ფაკულტეტი მრავალი წელია თანამშრომლობს კომპანია HIPP-თან. 2017 წლიდან მოყოლებული, წელიწადში ორჯერ ტარდება კონკურსი და გამარჯვებულები გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში გადიან პრაქტიკას.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კომპანია HIPP-თან თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომლის საფუძველზეც წელიწადში ორჯერ დიზაინის საერთაშორისო ფაკულტეტზე კომპანია ატარებს კონკურსს, რომლის გამარჯვებულები მიდიან გერმანიაში. ამ თანამშრომლობის ფარგლებში 30-მდე სტუდენტმა გაიარა სტაჟირება გერმანიის სხვადასხვა ქალაქში.
მიმდინარე პროექტი ეხება ბავარიის ერთ-ერთ უძველეს მონასტერში საკონფერენციო დარბაზის აღდგენას. ჩვენი სტუდენტები დარბაზის კედლებზე განსათავსებელ ნახატებს შექმნიან. ეს იქნება დიდი ზომის ნახატები, რომელშიც დაცული იქნება აქ არსებული და უკვე დაზიანებული, ბავარიის სხვადასხვა მმართველის ფრესკების სტილი. საკონკურსო დავალების მიხედვით, კონკურსანტებს არსებული ნახატის რედიზაინი უნდა გაეკეთებინათ. კონკურსზე ძალიან კარგი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, რომელთა შორის გამორჩეული იყო ბაკალავრიატის სტუდენტის, თამუნა ბახტაძის და მაგისტრანტის ნია გალეგაშვილის ნახატები. მონასტრის საკონფერენციო დარბაზისთვის ჩვენი სტუდენტების შექმნილი ნამუშევრები მუდმივად იქნება გამოფენილი, რაც რა თქმა უნდა, ძალიან კარგია“, – აცხადებს ნინო ახობაძე.
სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის მაგისტრანტის, ნია გალეგაშვილის თქმით, კონკურსში მონაწილეობა მისთვის იყო კიდევ ერთი შანსი საერთაშორისო არენაზე წარმოეჩინა როგორც საკუთარი თავი, ასევე უნივერსიტეტი და ფაკულტეტი.
„ყოველთვის გამორჩეულად ვიყავი დაინტერესებული დიზაინის სფეროთი. მიყვარს სიახლეები, ინოვაციები, ამ სფეროს დიდი შესაძლებლობები და პოტენციალი აქვს. ვთვლი, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლა ჩემს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. დარწმუნებული ვარ, უნივერსიტეტი, რომელზეც შევაჩერე არჩევანი ბევრს მომცემს და დიდ წვლილს შეიტანს ჩემს განვითარებაში. ცოდნა, რომელსაც აქ მივიღებ, აუცილებლად გამომადგება პრაქტიკულ საქმიანობაში. მინდა, გითხრათ, რომ კონკურსებში ხშირად ვმონაწილეობ. ვფიქრობ, კონკურსში მონაწილეობა ყოველთვის საინტერესო და სასარგებლოა განვითარებისთვის, ძალების მოსასინჯად. კომპანია HIPP-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სადაც დავალება იყო შემდეგნაირი: უნდა მოგვეძია ინფორმაცია ბავარიის მმართველის შესახებ და მისი მმართველობიდან გამომდინარე, გაგვეკეთებინა მისი პორტრეტის რედიზაინი. მე წარვადგინე ალბერტ მეხუთეს პორტრეტის რედიზაინი, რომელიც შინაარსობრივად დავტვირთე, ნახატი შევასრულე ტილო/აკრილში, რაც ჟიურის მოეწონა და გავიმარჯვე. მინდა, წარმატება ვუსურვო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო კონკურსში, მაგრამ ამ ეტაპზე არ გაუმართლა. დარწმუნებული ვარ, კონკურსის გამარჯვებულები საინტერესო ნამუშევრებს შევქმნით“, – აცხადებს ნია გალეგაშვილი.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...