სტუ-ის დოქტორანტი საქართველოში ცათამბჯენების მშენებლობის შესაძლებლობებს იკვლევს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის — მშენებლობის დოქტორანტი სოფიო გელაშვილი, პროფესორ ირაკლი ქვარაიას ხელმძღვანელობით, ცათამბჯენების მშენებლობის ტექნოლოგიის განვითარების ტენდენციებს იკვლევს.
სოფიო გელაშვილის სადისერტაციო თემის მიზანია ცათამბჯენების მშენებლობის ტექნოლოგიების შესწავლა და სამშენებლო სამუშაოთა წარმოების ისეთი მეთოდის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს შენობის სიმყარეს. ასევე, თემა მოიცავს კვლევას, არის თუ არა საქართველოში ცათამბჯენების მშენებლობის შესაძლებლობა.
სოფიო გელაშვილის თქმით, კვლევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის სწორი შეფასება და მისი გამოყენება, ხოლო, ნაშრომში გამოქვეყნებული ახალი ტექნოლოგია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მშენებლობის პროცესის ყველაზე ხელსაყრელი კონსტრუქციული და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შერჩევაში.
„თემა მოიცავს მაღლივი შენობების მშენებლობის განვითარების ეტაპებს, ასევე მოიცავს 1 კმ-ზე მაღალი შენობების შესამსუბუქებლად, მეცნიერებისა და ინჟინრების მიერ შემუშავებული მაღალდაძაბულ არმატურიანი რკინაბეტონის შექმნას. ასეთი ფოლადი დამდნარი ლითონის წნევის ქვეშ გაფრქვევით მიიღება და ბევრად მეტი სიმტკიცე გააჩნია. თემა მომავალ მშენებლებს ხელს შეუწყობს უკეთ დაეუფლონ მაღლივი შენობებისა და ცათამბრჯენების აგების ტექნოლოგიას, მაღლივი შენობების განვითარების ეტაპს და ინოვაციურ ტექნოლოგიებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თემა მეტად აქტუალურია, რადგან ჩვენს ქვეყანაშიც არის და ვითარდება მაღლივი შენობების ტენდეციები, ხოლო მის ასაშენებლად აუცილებელია აგების ტექნოლოგიების დახვეწა და მზიდი კონსტრუქციების შემსუბუქება“, – აცხადებს დოქტორანტი.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...