სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა 2024/25 სასწავლო წელი ახალი საგანმანათლებლო პროგრამებით დაიწყო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი 2024-2025 სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლეებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით ხვდება.
წელს პირველად განხორციელდა მიღება ორ ახალ პროგრამაზე – ბაკალავრიატის „კომპიუტერული საინფორმაციო ტექნოლოგიები” და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „ინფორმაციული ტექნოლოგიები ბირთვულ ინჟინერიაში“.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა მიიღო 533 ახალი, მათ შორის, 21 საერთაშორისო სტუდენტი, ხოლო მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამებზე – 170 მაგისტრანტი და 38 დოქტორანტი.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, ფაკულტეტი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სტუდენტების პრაქტიკულ და ტექნოლოგიურ განვითარებაზე.
„პირველკურსელებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ სტაჟირების პროგრამაში, რომელიც ტარდება ფაკულტეტის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიებში, რაც სტუდენტებს რეალურ, ინოვაციურ პროექტებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. ეს კი თავის მხრივ პრაქტიკული გამოცდილების მიღების საწინდარია.
ამასთან, 16 სექტემბერს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლას გერმანიაში, ნიურნბერგის ომის სახელობის უნივერსიტეტში შეძლებენ. ასევე, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და მკვლევარები ჩაერთვებიან სამეცნიერო კვლევით პროექტებში, რაც გააძლიერებს საერთაშორისო თანამშრომლობასა და კვლევების ინტეგრაციას.
წლის განმავლობაში ფაკულტეტი გეგმავს მრავალ სამეცნიერო-პრაქტიკულ ღონისძიებას, მათ შორის, კონფერენციებს, ჰაკათონებსა და ფორუმებს, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვასა და საერთაშორისო კავშირების გამყარებას.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფორმაციული ტექნოლოგიების თანამედროვე გამოწვევებსა და მიღწევებს, რაც აქტუალურია როგორც ლოკალური, ისე გლობალური ტექნოლოგიური განვითარებისთვის.
ფაკულტეტი განსაკუთრებული ინტერესით ელოდება 7-8 ოქტომბერს დაგეგმილ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას „ICT in Life 2024“, რომელიც შეეხება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებსა და მათ გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ასევე, 1-2 ნოემბერს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, დრეზდენის გამოყენებათა მეცნიერებათა უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივად ატარებენ საერთაშორისო სამეცნიერო – პრაქტიკული კონფერენციას „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში – 2024”, – აცხადებს დეკანი.
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი აქტიურადაა ჩართული ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებაში.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...