სტუ-ის მხარდაჭერით, ფიზიკის მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტებმა საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა პირველ ეროვნულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენცია საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან და ორგანიზაციასთან ერთად, ღონისძიების ერთ-ერთი პარტნიორი და მხარდამჭერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყო.
საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაცია მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციებს, რომელთა მხარდაჭერითაც ფიზიკის მასწავლებლებისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა.
კონფერენციის მუშაობა ორ სესიად წარიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის ფიზიკის პედაგოგებმა. მათ ისეთ აქტუალურ თემებზე იმსჯელეს, როგორიცაა: პროექტული სწავლება და კლუბური მუშაობა – მოტივაციის ამაღლების საუკეთესო გზა; სკოლის STEAM და ECO კლუბების მუშაობის გამოცდილების გაზიარება; ფიზიკის სწავლება ჰარკნესის მეთოდით; ყველაზე ეფექტური სასწავლო მეთოდი – აზროვნების თავისუფლება; სხეულთა წონასწორობა და მარტივი მექანიზმები ძველი თბილისის არქიტექტურასა და ქანდაკებებში; მობილური აპლიკაციები და მოწყობილობები და სხვ. კონფერენციის ფარგლებში, ფიზიკის პედაგოგები სასტენდო მოხსენებებით წარდგნენ და ვორქშოფები ჩაატარეს, კონფერენციის დასასრულს კი, ორგანიზატორებმა მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, ასევე, საუკეთესო მომხსენებლები დააჯილდოვეს.
მეცნიერების დარგში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, დარგობრივი სამეცნიერო კონფერენციები, სკოლების მასწავლებელთა აქტიური ჩართულობით, ტრადიციულ ხასიათს ატარებდეს.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივაა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ინოვაციური მიდგომების გამოყენებით STEM საგნების სწავლების მხარდაჭერა სკოლის მოსწავლეებში. ამ ტენდენციის გასაძლიერებლად, ჩვენს უნივერსიტეტში მეოთხე წელია მოქმედებს აბიტურიენტთათვის განკუთვნილი უფასო კურსები STEM საგნებში, მათ შორის, ფიზიკაში. მიგვაჩნია, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, განსაკუთრებით, ფიზიკის განვითარება და ამ მიმართულებით უახლესი საერთაშორისო მიდგომების, უახლესი კვლევების გაზიარება პირველ რიგში სწორედ იმ სეგმენტში უნდა ხდებოდეს, რომელიც სკოლის მასწავლებლებს მოიაზრებს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან კარგ მასწავლებელს პირდაპირი და შთამბეჭდავი გავლენა აქვს მოსწავლეებზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავთ საქართველოს ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაციას პირველი ეროვნული კონფერენციის ჩატარებას, წარმატებებს ვუსურვებთ მათ და ღონისძიების მონაწილე ყველა მასწავლებელს. ვისურვებდით, რომ შინაარსობრივად და სამომავლო გეგმებით დატვირთული მსგავსი ღონისძიებები ტრადიციულ ხასიათს ატარებდეს. თავის მხრივ, ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის იქნება სამეცნიერო აქტივობების მხარდამჭერი“, – აღნიშნავს თამარ ლომინაძე.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...