სტუ-ის მკვლევარი DAAD-ის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი გერმანიის საერთაშორისო აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საგრანტო კონკურსის – Research Stays for University Academics and Scientists – გამარჯვებულია.
პროფესორ ლილი პეტრიაშვილის კვლევა – „ბიზნესპროცესების მენეჯმენტის მონიტორინგი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ – ქართველ მეცნიერთა მიერ საკონკურსოდ წარდგენილ თემებს შორის ერთ-ერთია, რომელიც DAAD-ის სტიპენდიატთა შესარჩევმა კომისიამ საუკეთესოდ მიიჩნია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, თითოეული წარმატება, რომელსაც სტუ-ის მეცნიერები და სტუდენტები საერთაშორისო კონკურსებში მოიპოვებენ, ზრდის უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო პროცესების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირების შესაძლებლობებს.
„ვულოცავთ ჩვენს კოლეგასა და „იმს“ ფაკულტეტს მორიგ წარმატებას! პროფესორი ლილი პეტრიაშვილი საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის, ასევე, ტექნიკის და ტექნოლოგიის მსოფლიო აკადემიის სამეცნიერო-სარედაქციო კომიტეტის წევრია, Volkswagen-ის ფონდისა და DAAD-ის სტიპენდიატია. მისი კვლევითი სფერო საკმაოდ ფართოა და მოიცავს მონაცემთა დამუშავება-ანალიზს, CASE, Grid და Blockchain ტექნოლოგიებს, ინტელექტუალურ სისტემებს მიწოდების ჯაჭვში და ა.შ. დარწმუნებული ვართ, DAAD-ის საგრანტო კონკურსში გამარჯვება სასურველ შედეგებს მოუტანს როგორც მეცნიერს, ისე, ჩვენს უნივერსიტეტსა და სტუდენტებს. თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მუდამ მზად არის, ხელი შეუწყოს საუნივერსიტეტო სივრცეში კვლევითი საქმიანობის გააქტიურებას და მხარდაჭერა აღმოუჩინოს მეცნიერებს კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესში“, – აღნიშნავს დავით გურგენიძე.
როგორც DAAD-ის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ლილი პეტრიაშვილი აღნიშნავს, სამეცნიერო გრანტი მას შესაძლებლობას მისცემს, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, გერმანელ მეცნიერებთან კოლაბორაციით, გეორგ ზიმონ ომის ნიურნბერგის ტექნიკურ უნივერსიტეტში (Technische Hochschule Nürnberg Georg Simon Ohm, გერმანია) საკვლევ თემაზე მუშაობა განაგრძოს, კვლევის შედეგები კი, როგორც ერთ-ერთი სიახლე, სამომავლოდ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, შესაბამის სასწავლო კურსში აისახოს.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...