სტუ-ის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობის) მსურველთა საყურადღებოდ!
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2024-2025 სასწავლო წლის (საზაფხულო) მეორე სემესტრიდან უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობის) მსურველებმა, 3 თებერვლიდან 6 თებერვლის ჩათვლით რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ შესაბამის ფაკულტეტს (სადაც სწავლობენ ან სწავლობდნენ).
- სტუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ შიდა მობილობისთვის განსაზღვრული ვაკანტური ადგილების რაოდენობა და პირობები იხილეთ დანართში 4.
- არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“, რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“). მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ შიდა საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტური, რომელიც 2025 წლის 6 თებერვალს, 11:00 საათზე ჩატარდება (მისამართი: თბილისი; კოსტავას N68, სტუ-ის I კორპუსი, ოთახი 408).
- დიზაინის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე- ,,დიზაინი”, მობილობის მსურველებისთვის შიდა საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტური 2025 წლის 4 თებერვლიდან 6 თებერვლის ჩათვლით, 12:00 საათზე ჩატარდება (მისამართი: თბილისი; კოსტავას კოსტავას ქუჩა 75, სტუ-ის VIII კორპუსი).
- სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, დაშვების წინაპირობებთან ერთად, იხილეთ დანართში 1; 2; 3. სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე დაშვების წინაპირობებში (დანართი 2 და 3) მითითებულია ის პროგრამები, რომლებზეც გამოცხადებულია შიდა მობილობა და გააჩნია წინაპირობა. ის პროგრამები, რომლებსაც წინაპირობა არ აქვთ, ცხრილში მითითებული არ არის.
შიდა მობილობასთან დაკავშირებით, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ფაკულტეტის წარმომადგენელს. (საკონტაქტო პირები იხილეთ დანართში 5)
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...