სტუ-ის „პოეზიის თეატრმა“ პირველი წარმოდგენა გამართა
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადდაფუძნებულმა „პოეზიის თეატრმა“, საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სცენაზე,სტუდენტების მონაწილეობით, პირველი წარმოდგენა გამართა.
„პოეზიის თეატრი“, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ბაზაზე დაფუძნდა. ახალი თეატრის ფორმირება სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილისა და საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორის, ნუგზარ ბუცხრიკიძის უშუალო ჩართულობით მოხდა.
პირველ წარმოდგენას სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტები,უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები,თანამშრომლები და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუ-ის „პოეზიის თეატრის“ სტუდენტმა მსახიობებმადამსწრე საზოგადოებას ქართველი და უცხოელი პოეტების ლექსები კლასიკური მუსიკისა და ქორეოგრაფიული ჩანართების თანხლებით წარუდგინეს. სპექტაკლის რეჟისურა, ინსცენირება და სცენოგრაფია საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ნუგზარ ბუცხრიკიძეს ეკუთვნის.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ, რექტორმა, დავით გურგენიძემ ახლადდარსებული „პოეზიის თეატრის“ დასსადა სამხატვრო ხელმძღვანელს პირველი წარმოდგენის გამართვა მიულოცა და სტუდენტებს სწავლასა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვა. როგორც რექტორმა აღნიშნა, მაღალმხატვრულ დონეზე შესრულებულმა წარმოდგენამ მაყურებელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
„ეს შესანიშნავი წარმოდგენა დაასრულა დიდი ილიას გენიალურმა ლექსმა – ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!.. მინდა ჩვენს ახალგაზრდებს მივმართო და ვუთხრა, რომ დღეს მათ ჩვენი ქვეყნის აწმყოც სწყალობთ და მომავალიც მათია!.. ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებსა დასახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ ნუგზარ ბუცხრიკიძეს საუნივერსიტეტო სივრცეში ახალი დასის – „პოეზიის თეატრის“ დაარსებას. სასიხარულოა, რომ პირველიწარმოდგენის მხატვრულმა გადაწყვეტამ და გემოვნებით წარმოდგენილმა სანახაობამ მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. „პოეზიის თეატრის“ დაფუძნების იდეა გასული წლის 14 აპრილს დაიბადა, როცა საქართველოს ტექნიკურუნივერსიტეტში ქართული ენის დღე მასშტაბური ღონისძიებით აღვნიშნეთ. სწორედ ამ დღეს „მოდინახემ“ნიკო მუსხელისშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია – „ო, ენავ ჩემო“წარმოადგინა. ღონისძიებაში, ჩვენი თეატრის მსახიობებთანერთად, მონაწილეობდნენ ცნობილი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი და მომღერალი ირმა სოხაძე. დარწმუნებული ვართ, „პოეზიის თეატრი“ კიდევ არაერთ წარმოდგენას გამართავს და ახალგაზრდა თაობებში ქართული და მსოფლიო პოეზიის შედევრებს აქტიურ პოპულარიზაციას გაუწევს. წარმატებებს ვუსურვებთ ახალ საუნივერსიტეტოთეატრსა და მისი დასის წევრებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი 79-წლიანი ტრადიციის მქონე სახალხო თეატრ-სტუდია სრულიდატვირთვით მუშაობს“, – აღნიშნა რექტორმა, დავით გურგენიძემ.
საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნუგზარ ბუცხრიკიძემ, ქმედითი მხარდაჭერისა და სარეპეტიციო პირობების მკვეთრად გაუმჯობესებისთვის, რექტორსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „მოდინახე“ და „პოეზიის თეატრი“ მაყურებელს, უახლოეს მომავალში, კიდევ რამდენიმე პრემიერას შესთავაზებს.
„პოეზიის თეატრის“ პირველ წარმოდგენაზე, რეჟისორთან და მსახიობებთან ერთად, მუშაობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები: რეჟისორის ასისტენტები – ჯეკო დათუაშვილი და გოგა ბებია, წამყვანი – ირაკლი ურუშაძე, განათების ინჟინერი – გიორგი თათულაშვილი, ხმის რეჟისორი – გიორგი კუტალია, ქორეოგრაფები – ცისანაკობახიძე და გიორგი ჭანტურია.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...