სტუ-ის რექტორი გაბრიელა ფონ ჰაბსბურგს შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ავსტრია-უნგრეთის ბოლო იმპერატორის, კარლ I-ის შვილიშვილს, 2009-2013 წლებში საქართველოს ელჩს გერმანიაში, გაბრიელა ფონ ჰაბსბურგს შეხვდა.
მისივე ცნობით, მხარეებს შორის საუბარი შეეხო საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის აკადემიური და სამეცნიერო კოლაბორაციის განვითარებასა და ორი ქვეყნის სამეცნიერო წრეებისა და ახალგაზრდა თაობების დაახლოებას ერთობლივი პროექტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით.
აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა გაბრიელა ფონ ჰაბსბურგს ვიზიტისთვის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან და დიზაინის საერთაშორისო სკოლასთან აქტიური თანამშრომლობისთვის. მისი განცხადებით, უნივერსიტეტი და შესაბამისად, ფაკულტეტი მზადაა არსებული თანამშრომლობა უფრო გაღრმავდეს.
რექტორმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც საინჟინრო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით, ერთ-ერთი ლიდერია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. უნივერსიტეტის მეცნიერები ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს ახორციელებენ და აქტიურად მონაწილეობენ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებსა და მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები, სპეციალისტები, იმედისმომცემი ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები, როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქეები. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, მათ შორის ავსტრიელ კოლეგებთან. ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია შესანიშნავი სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლესი ლაბორატორიების სახით, რისი გამოყენებაც წარმატებული კოლაბორაციისა და საერთო მიზნებისთვის შეგვიძლია. მოხარული ვიქნებით, თუ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თქვენი თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება და დიზაინის საერთაშორისო სკოლისა და არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექციებს წაიკითხავთ”, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
გაბრიელა ფონ ჰაბსბურგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და შეხვედრის მონაწილეებს: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს (პრეზიდენტი) პროფესორ ლავრენტი გუდავაძეს, რექტორის მოადგილეს მეცნიერების დარგში, პროფესორ თამარ ლომინაძეს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს თბილი შეხვედრისთვის. როგორც გაბრიელა ფონ ჰაბსბურგმა განაცხადა, მისთვის დიდი პატივია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრის შემდეგ, გაბრიელა ფონ ჰაბსბურგმა ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მდიდარი წიგნსაცავი, სამკითხველო დარბაზები და რარიტეტული კოლექციები დაათვალიერა.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...