სტუ- ის რექტორი ლატვიის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
img.card-img-top{
object-position: 50% 40%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ლატვიის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას, რომელზეც მხარეებმა ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის სამომავლო კოლაბორაციის შესაძლებლობები განიხილეს, ესწრებოდნენ სტუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ლოლიტა ლენკევიცა, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის (საეიმას) განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე აგიტე ზარინა სტურე, ამავე კომიტეტის წევრი, ნაურის პუნტულისი და ასევე, ამავე კომიტეტის კონსულტანტი განათლების საკითხებში, ვიტა ბიჭერნიცი.
როგორც დავით გურგენიძემ და აგიტე ზარინა სტურემ აღნიშნეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლატვიის უნივერსიტეტებს შორის კოლაბორაცია ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობას გააღრმავებს და მხარეებს მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ერთობლივად დანერგვის საშუალებას მისცემს.
სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით, ლიდერია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მისი მეცნიერები კი ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს ახორციელებენ და აქტიურად მონაწილეობენ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებსა და მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები, სპეციალისტები, იმედისმომცემი ახალგაზრდა მკვლევრები და მოტივირებული სტუდენტები, მათ შორისაა ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შევეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, მათ შორის ლატვიელ კოლეგებთან. ჩვენს უნივერსიტეტს გააჩნია შესანიშნავი სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უახლესი ლაბორატორიების სახით, რისი გამოყენებაც წარმატებული კოლაბორაციისა და საერთო მიზნებისთვის შეგვიძლია. მთავარია, ორი ქვეყნის ტექნიკური მიმართულების უნივერსიტეტების მეცნიერებმა და მკვლევრებმა, ინოვაციების ერთობლივად დანერგვაზე ვიმუშაოთ“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის (საეიმას) განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე აგიტე ზარინა სტურემ წარმატებები უსურვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებსა და სტუდენტებს, მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. როგორც აგიტე ზარინა სტურემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ორი ქვეყანის ურთიერთობა საგანმანათლებლო მიმართულებით გაცილებით მრავალმხრივი გახდება.
შეხვედრის დასასრულს, ლატვიის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციამ დაათვალიერა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...