სტუ-ის რექტორი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ფაკულტეტის დღეს ულოცავს
“ძვირფასო კოლეგებო, სტუდენტებო,
სამართალმცოდნეობა და საერთაშორისო ურთიერთობები ის დარგებია, რომელზედაც სახელმწიფოს აღმშენებლობა დგას. ჩემთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისთვის, სასიხარულოა, რომ ფაკულტეტმა, რომელიც რვა წლის წინ ჩამოყალიბდა, გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, როგორც სწავლა-სწავლების, ასევე, სამეცნიერო მიმართულებით.
დღეს, იურისტებსა და დიპლომატებს, ქვეყნისა და ხალხის წინაშე, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. სამართლიანი სახელმწიფოს განვითარების პროცესში ახალგაზრდა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების როლი შეუფასებელია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ თქვენ, სტუდენტებმა მიიღოთ ევროპული სტანდარტის შესაბამისი განათლება, რასაც სამშობლოს საკეთილდღეოდ, ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და სამართლიანობის დადგენისთვის გამოიყენებთ. სწორედ ამ დიდი მისიის შესასრულებლად, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვითარდება სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურა, მოქმედებს თანამედროვედ აღჭურვილი კრიმინალისტიკის, საჯარო სამართლის, მიხეილ მუსხელის სახელობის დიპლომატიური ოსტატობის, ინტელექტუალური საკუთრების, ეჟენ-ფრანსუა ვიდოკის სახელობის სამძებრო საქმიანობისა და პერსონალური უსაფრთხოების ლაბორატორიები. ფუნქციონირებს ხუთი კვლევითი ინსტიტუტი – პოლიტიკისა და სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობის, ჩინეთის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტსამართლის და კულტუროლოგიის. ყველა ლაბორატორია, აკადემიური დეპარტამენტი და ინსტიტუტი, მეცნიერებთან და მკვლევრებთან ერთად სტუდენტების ჩართულობით, წარმატებით ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს და პროექტებს.
გილოცავთ ფაკულტეტის დღეს, წარმატებებს გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო სტუდენტებო და კოლეგებო”, – აღნიშნულია დავით გურგენიძის სიტყვაში.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...