სტუ-ის რექტორი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური კამპუსის დეკანს შეხვდა
img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური კამპუსის დეკანს იან გიბსონს და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანს ჰალილ გიუვენს შეხვდა.
რექტორმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ-საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სტუმრებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ ესაუბრა.
სტუ-ის რექტორის თქმით, საქართველოს მთავრობისა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ აკრედიტებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები საქართველოს სამ სახელმწიფო, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინგლისურენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ – ბიოსამედიცინო ინჟინერია, ABET აკრედიტაცია მოიპოვა, ეს არის წარმატებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი ერთდრულად ამზადებს სამოქალაქო ინჟინერიის ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიმართულებითაც გვექნება წარმატება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ბატონ ჰალილ გიუვენის დამსახურება უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის კუთხით. უნივერსიტეტს ბევრი გეგმა აქვს, რომლის განხორციელების საშუალებებიც არსებობს. ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური კამპუსის დეკანს იან გიბსონმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალს და აღფრთოვანებულია შედეგებით. იან გიბსონის თქმით, ის გააგრძელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრის შემდეგ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური კამპუსის დეკანი იან გიბსონი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანი ჰალილ გიუვენი სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ფაკულტეტების დეკანებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...