სტუ-ის რექტორის არჩევნები
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ნოემბრის №01-05-04/175 დადგენილების საფუძველზე,
1. 2024 წლის 18 იანვარს დაინიშნოს არჩევნები სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად.
2. არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვროს 2023 წლის 29 დეკემბრიდან 2024 წლის 11 იანვრის ჩათვლით.
3. პრეტენდენტთა სამოქმედო გეგმების მოსმენა აკადემიურ საბჭოში გაიმართოს 2024 წლის 16 იანვარს.
4. უნივერსიტეტის რექტორი აირჩევა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით.
5. ერთი და იგივე პირი უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
6. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება;
გ) აქვს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 7 წლის გამოცდილება;
დ) არის 65 წელზე ნაკლები ასაკის.
7. პრეტენდენტმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება აკადემიური საბჭოს სახელზე;
ბ) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი;
გ) სამეცნიერო-პედაგოგიური და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) სამოქმედო გეგმა;
ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) ავტობიოგრაფია (CV) გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების მითითებით;
ზ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4-ზე;
თ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.
8. განცხადებები მიიღება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სამდივნოში, თბილისი, კოსტავას, 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 233. განცხადებები მიიღება 10 საათიდან 17 საათამდე, დასვენების და უქმე დღეების გარდა.
9. უნივერსიტეტის წესდების თანახმად, აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, უნივერსიტეტის საქმისწარმოების დეპარტამენტის მეშვეობით (მის: კოსტავას, 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული). პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება.
10. წინამდებარე განცხადების მე-7 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობების წარმოდგენისგან თავისუფლდება პირი თუ მას უკვე წარმოდგენილი აქვს ასეთი ცნობები უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტში.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...