სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ პროფესორ ვლადიმირ სტუპელს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის ფარგლებში, პროფესორ ვლადიმირ სტუპელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
აკადემიკოს დავით გურგენიძისა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრს, ბალტიმორის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პიბოდის ინსტიტუტის კამერული მუსიკის ფაკულტეტის პროფესორსა და ისლანდიის ხელოვნების აკადემიის (რეიკიავიკი, ისლანდია) მიწვეულ პროფესორს, ვლადიმირ სტუპელს საპატიო დოქტორის წოდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით წარმატებული კოლაბორაციისთვის, სამუსიკო ხელოვნების სფეროსა და ფილოსოფიის დარგში შეტანილი საპატიო წვლილისთვის, ქართველ სტუდენტებთან და პიანისტებთან დიდსულოვანი თანამშრომლობისთვისა და მათი მხარდაჭერისთვის, მრავალფეროვანი მუსიკალური გამოცდილების გაზიარებისა და ფასდაუდებელი ხელმძღვანელობისთვის მიენიჭა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, პროფესორი ვლადიმირ სტუპელი არის მუსიკოსი არაჩვეულებრივად მდიდარი ბგერისა და ემოციის დიაპაზონით.
„ვულოცავ ბატონ ვლადიმირს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებას. მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი მომავალი თაობების აღზრდაში. ჩვენს უნივერსიტეტს დღეს შეემატა კიდევ ერთი ელჩი, მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტი და პედაგოგი. ვფიქრობ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, ასევე ვლადიმირ სტუპელისთვის ეს არის დიდი პატივი. წარმატებებს ვუსურვებ მას”, – განაცხადა რექტორმა.
პროფესორმა ვლადიმირ სტუპელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ საბჭოს.
„ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანია ის სტუდენტები, რომელთაც ვუზიარებთ ცოდნას, სიყვარულს, ემოციებს. ბედნიერი ვარ იმ ურთიერთობებით, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ჩემსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებსა და სტუდენტებს შორის.
ბედნიერი ვარ ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესში მონაწილეობით. განსაკუთრებით მახარებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების დამოკიდებულება ხელოვნებისა და მუსიკის მიმართ. მადლობას მოვახსენებ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, აკადემიურ საბჭოს, რექტორს – მხარდაჭერისა და დაფასებისთვის”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ვლადიმირ სტუპელმა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის ფარგლებში, ცნობილი ფრანგი პიანისტი, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი, პროფესორი ვლადიმირ სტუპელი წარსდგა მუსიკალური შესრულებით – „ზნეობრიობის შესახებ მუსიკაში“. სტუპელმა წარმოადგინა ფრანგულ-გერმანული პროგრამა და შეასრულა რობერტ შუმანის, იოჰანეს ბრამსის და პოლ დიუკას ნაწარმოებები. მან, ასევე, მუსიკისა და ფილოსოფიის ურთიერთმიმართებაზე ისაუბრა.
ინფორმაციისთვის, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესი, თემით – „სიკეთის იდეა და ზნეობრიობა ჰეგელის ფილოსოფიაში“, რომელიც ამ პრესტიჟული სამეცნიერო ფორუმის დაარსებიდან 70 წლისთავს ეძღვნება, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად საქართველოში იმართება და მას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით მასპინძლობს.
მაღალი რანგის სამეცნიერო ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოება, ასევე, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა სამეცნიერო ფონდები და საქართველოს მთავრობა.
ჰეგელის ფილოსოფიისა და მისი რეცეფციის ისტორიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების ეგიდით, კონგრესი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი მეცნიერ-მკვლევრები იღებენ.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...