სტუ-ის რექტორმა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სამ მეცნიერს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სამ მეცნიერს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია სტუ-ის აკადემიური საბჭოს სხდომაზე გაიმართა, რომელსაც ფაკულტეტების დეკანები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბონის რაინის ფრიდრიხ ვილჰემის უნივერსიტეტებს შორის წარმატებული თანამშრომლობის განვითარების, სტუ-ის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა საერთო ევროპულ აკადემიურ სივრცეში ჩართულობისა და საერთაშორისო ფორუმებზე ქართველი სტუდენტების მხარდაჭერისთვის, ბონის უნივერსიტეტის პროფესორს, დოქტორ თეო კობუშს, რექტორმა დავით გურგენიძემ საპატიო დოქტორის წოდების დამადასტურებელი დიპლომი და მედალი გადასცა.
გარდა ამისა, სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ: ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორს, დოქტორ ნიკოლაუს ლარგიერს – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტს შორის წარმატებული კოლაბორაციის განვითარების, სტუ-ის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა დასავლეთ აკადემიურ სივრცეში ჩართულობისა და საერთაშორისო ფორუმებზე ქართველი სტუდენტების მხარდაჭერისთვის და ასევე, ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორს, დოქტორ-ჰაბილიტუს კრშიშტოფ კოვალჩიკს – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის წარმატებული თანამშრომლობის განვითარების, სამშენებლო მეცნიერებების დასავლეთ აკადემიურ სივრცეში ჩართულობისა და საერთაშორისო ფორუმებზე ქართველი სტუდენტების მხარდაჭერისთვის.
როგორც რექტორმა, დავით გურგენიძემ აღნიშნა, საერთაშორისო სამეცნიერო-აკადემიურ სივრცეში სამივე მეცნიერი, როგორც ელჩები, წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ქართველ მეცნიერთა და სტუდენტთა წარმატებებს უწყობენ ხელს.
„ჩვენი უცხოელი კოლეგებისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებას აქვს ორმაგი დატვირთვა. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი კოლეგებისთვის ახალ გარემოში ახალი გამოწვევების დაძლევის შესაძლებლობა, ხოლო ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის შესაძლებლობა, უკეთ წარმოაჩინონ თავი. თითოეული საპატიო დოქტორი აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით სივრცეში არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ელჩი. დღეს ჩვენს რიგებს შეუერთდნენ ისეთი დიდი მეცნიერები, როგორებიც არიან დოქტორი ნიკოლაუს ლარგიერი, დოქტორ-ჰაბილიტუსი კრშიშტოფ კოვალჩიკი და დოქტორი თეო კობუში. წარმატებებს ვუსურვებ მათ“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორებმა ნიკოლაუს ლარგიერმა, კრშიშტოფ კოვალჩიკმა და თეო კობუშმა მადლობა გადაუხადეს სტუ-ის აკადემიურ საბჭოს რექტორის ინიციატივის მხარდაჭერისთვის და აღნიშნეს, რომ მათთვის ქართული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება არის სასიხარულო და იმავდროულად, საწინდარი იმისა, რომ უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობისა და კოლაბორაციის გაღრმავების ფონზე, ქართველ მეცნიერებთან ერთად არაერთი სამეცნიერო პროექტი და კვლევა განხორციელდება.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...