სტუ-ის რექტორმა, საუნივერსიტეტო საზოგადოებამ და სტუდენტებმა 9 აპრილის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა, ადმინისტრაციის წევრებმა და სტუდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი.
„35 წლის წინ საბჭოთა იმპერიამ ნიჩბებით აჩეხა, ტანკებით გადაუარა, ქიმიური იარაღით მოწამლა მრავალათასიანი მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეები. 35 წელია ყოველ 9 აპრილს მოვდივართ აქ, სადაც დაიღვარა თავისუფლებისათვის მებრძოლთა სისხლი, საიდანაც დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობა.
9 აპრილს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ორმაგი დატვირთვა აქვს. ეს არის სევდიანი სიხარულით სავსე დღე. 1991 წელს, ხელისუფლებამ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, 1991 წლის 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, გამოსცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. პრეზიდენტმა გამსახურდიამ ბრძანა: „9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ ქვეყნის ძირითად კანონში, კონსტიტუციაში კი ჩაიწერა: „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“.
დღეს, როცა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინშია, დღეს, როცა ხელისუფლებას ქვეყანა მშვიდობიანი გზით აღმშენებლობისკენ მიჰყავს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 9 აპრილს დაღუპულთა სულები „ზეციურ საქართველოში ხარობენ“ – დიდება გმირებს!
მშვიდობისა და მდგრადი განვითარების მიზანი ევროპული სტანდარტის განათლება, მეცნიერების განვითარება, მაღალი კვალიფიციური კადრების მომზადება, პროგრესითა და აღმშენებლობით ქვეყნის წინსვლაა. წარმატებები მინდა ვუსურვო საქართველოს მომავალ თაობას და მარადიული ხსოვნა მათ, ვინც ქვეყნის თავისუფლებას ჩაუყარეს საფუძველი. დიდება 9 აპრილის გმირებს! დიდება საქართველოს! დიდება ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის!“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
ინფორმაციისთვის, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთაგან ხუთი – ნატო გიორგაძე, გია ქარსელაძე, ნინო თოიძე, აზა ადამია და მანანა მელქაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები იყვნენ.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...