სტუ-ის რექტორმა ტუშის უნივერსიტეტის რექტორს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ტუშის უნივერსიტეტს (UNITUS, ვიტერბო) შორის ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრების სამეცნიერო და ტექნიკური მხარდაჭერისთვის, უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ტუშის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ სტეფანო უბერტინის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ტუშის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტები და აკადემიური საბჭოს წევრები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ტუშის უნივერსიტეტთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ სტეფანო უბერტინის, გაცვლით პროგრამაში მონაწილე თითოეული სტუდენტის მხარდაჭერისთვის. ტუშის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან იმყოფებოდა ტუშის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ბატონი ფრანჩესკო კლარიონი. იგი დაესწრო ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას – „მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ და ქართულ ენაზე მომზადებული მოკლე სიტყვითაც გამოვიდა. ეს და სხვა აქტივობები მიანიშნებს ორი უნივერსიტეტის მეგობრობაზე, რომელიც ბატონი რექტორის მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია. მადლობა მას ამისთვის“, – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.
ტუშის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სტეფანო უბერტინიმ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორსა და აკადემიურ საბჭოს დაფასებისთვის. როგორც მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მისთვის დიდი პატივია.
„საუკუნოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. მინდა მადლობა გადავუხადო სტუ-ის რექტორს, ასევე, აკადემიურ საბჭოს და აღვნიშნო, რომ ტუშის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობა კიდევ მეტად გაღრმავდება, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბრის თვეში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრისას დაიწყო. სწორედ დავით გურგენიძესთან ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომს Erasmus+ გაცვლითი პროგრამის გარდა, უნივერსიტეტებმა მუშაობა სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მეტად გააფართოონ და პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა. კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ უნივერსიტეტს დაფასებისთვის, ჩემთვის ეს დიდი პატივია“, – განაცხადა სტეფანო უბერტინიმ.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...