სტუ-ის სტუდენტები Foresight Investment Group-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
„საინტერესო შეხვედრა იყო, საინტერესო თემატიკით. რაც მთავარია, ახალგაზრდებს, ჩვენს სტუდენტებს, თავიანთ სფეროში მომავალ პროფესიონალებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ სიახლეებს და ამავდროულად, ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების განვითარების მიმართულებით ჩამოეყალიბებინათ სპეციფიკური კონცეფცია, დაესვათ კვალიფიციური კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის” წარმომადგენლებთან სტუდენტების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
Foresight Investment Group-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ლავრენტი გუდავაძე, ფაკულტეტების დეკანები და სტუდენტები.

გაცნობით ხასიათის შეხვედრა რექტორმა გახსნა. როგორც დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, რეფორმები და სიახლეები საქართველოს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი პირობაა.
“კაპიტალის წყაროების დივერსიფიცირება და საბანკო სექტორზე დამოკიდებულების შემცირება მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც საზოგადოების ნებისმიერ წევრს ეხება და მოითხოვს სიფრთხილეს, რისკების გათვლას. „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის” წარმომადგენლებმა გაგვაცნეს პროდუქტი, რომელსაც ისინი ოთხი წელია ქმნიან და რომელიც ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში აპრობირებულია.
ეს არის, მე ვიტყოდი, აქტივების მართვის ხელოვნება. ცნობილია, რომ დღეს მსოფლიოში აქტივების მმართველი კომპანიები, ძირითადად, საინვესტიციო ფონდების პორტფელის მართვას ახორციელებენ. მაგალითად, ფართოდ არის გავრცელებული საპენსიო ფონდების აქტივების მართვა აქტივების მმართველი კომპანიის მიერ. აქტივების მმართველი კომპანიის უპირატესობა კი არის მისი ექსპერტიზა და საინვესტიციო საქმიანობის ცოდნა.
შესაბამისად, გარკვეული ფინანსური რესურსების მფლობელებს ურჩევნიათ, მომსახურებისთვის გარკვეული თანხა გადაიხადონ და აქტივების მართვა გამოცდილ კომპანიებს მიანდონ, განახორციელონ ინვესტიციები, რასაც მათი კლიენტები ინდივიდუალურად ვერ შეძლებდნენ. ეს საქართველოსთვის სიახლეა. სწორედ ამ და სხვა საკითხებზე იყო „ფორსაითის“ წამომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან. ვთვლი, რომ შეხვედრა ძალიან საინტერესო ფორმატში ჩატარდა“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
„ფორსაით ჯგუფის“ უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა რატი მორჩილაძემ დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის ისტორია, სამოქმედო გეგმა გააცნო და კითხვებს გასცა პასუხები.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...