სტუ-ის სტუდენტებმა ეროვნული სამოსის თემატიკაზე შექმნილი მხატვრული ნამუშევრები წარმოადგინეს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქრისტიანული კულტურის კვლევის საუნივერსიტეტო ლაბორატორიისა და მიშელ მუსხელის, ნიკო ნიკოლაძისა და ნოდარ ტაბიძის სტუდენტური კლუბების თანაორგანიზებით, ქართული ეროვნული სამოსის თემატიკაზე შექმნილი სტუდენტური ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
მხატვრული ნამუშევრები, რომლებიც სტუ-ის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში გამოიფინა, უმეტესწილად, სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა მიერ არის შესრულებული.
ექსპოზიციაზე, ასევე, არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამისა და დიზაინის საერთაშორისო სკოლის ბაკალავრთა მიერ სხვადასხვა მასალაში შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
სტუდენტური გამოფენა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ წერეთელმა, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დაათვალიერეს.

როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, საუნივერსიტეტო ღონისძიების მიზანი, სტუდენტებში ეროვნული სულისკვეთების გაძლიერება და ეროვნული ტრადიციების პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.
თამარ წერეთლის თქმით, სტუდენტურ ნამუშევრებში ნათლად ჩანს, რამდენად საფუძვლიანად შეისწავლეს ახალგაზრდებმა ქართული ტრადიციული სამოსი და ის ატრიბუტიკა, რომელსაც ჩვენი წინაპრები ყოფითი თუ სარიტუალო დანიშნულებით იყენებდნენ.

„სასიხარულოა, რომ ჩვენმა სტუდენტებმა შესანიშნავად გაართვეს თავი რთულ ამოცანას — ეროვნული სამოსის კონცეფციის საფუძველზე შეექმნათ ისეთი კოსტიუმების ესკიზები, რომლებსაც სიამოვნებით და სიამაყით ატარებს თანამედროვე ქართველი. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი ქალისა და მამაკაცის კოსტიუმების ესკიზები გამოირჩევა მაღალმხატვრულობით, გასაოცარი ფერებითა და ორიგინალურობით.ჩვენმა სტუდენტებმა შეძლეს გადმოეცათ უნიკალურობა, თვითმყოფადობა და მრავალფეროვნება ეროვნული სამოსისა, თავსაბურავებისა, სარტყლებისა და მათთან დაკავშირებული ატრიბუტიკისა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და ასევე, იცვლებოდა ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული და სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. სტუდენტების ნამუშევრებში ყურადღებას იქცევს ფერთა შეხამება, მათში იკვეთება ისტორიული ქართული ქსოვილის ხარისხიც და უნიკალური ორნამენტები, საქართველოს მთასა და ბარში, დასავლეთსა თუ აღმოსავლეთში მცხოვრები ჩვენი წინაპრების ჩაცმულობის განსხვავებული სტილი, რაც მთლიანად არის მორგებული თანამედროვე ადამიანის მოთხოვნებზე როგორც ყოფით ცხოვრებაში, ასევე განსაკუთრებულ თუ სადღესასწაულო შემთხვევებზე. მინდა რექტორის, ბატონი დავით გურგენიძის სახელით, პირველი სერიოზული წარმატება მივულოცო ჩვენს ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებსა და მათ პედაგოგებს“, – აღნიშნა თამარ წერეთელმა.
ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გამოფენის მონაწილე სტუდენტებს სამახსოვრო დიპლომები გადასცა.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...