სტუ-ის სტუდენტებმა, ზამთრის უნივერსიადაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ახალგაზრდულ ფესტივალში მონაწილეობისთვის მზადება დაიწყეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა,ზამთრის უნივერსიადაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ,რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, მასშტაბურ სტუდენტურ ღონისძიებაში – „ახალგაზრდული ფესტივალი 2024“ – მონაწილეობისთვის მზადება დაიწყეს.
ახალგაზრდულ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული სპორტული გუნდები და შემოქმედებითი ჯგუფები: ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელა, მუსიკალური ჯგუფები და ბენდები, სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ მსახიობები, ასევე, ფორმირების პროცესში მყოფი სტუდენტთა საუნივერსიტეტო თემატური გაერთიანებები, რომლებიც საფესტივალო შეჯიბრებებში საგანმანათლებლო-ინტელექტუალური, ინტერმედიისა და მოხალისეობის მიმართულებით ჩაერთვებიან.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა სპორტულმა გუნდებმა ასევე წარმატებით იასპარეზეს და პირველი საპრიზო ადგილები დაიკავეს ახლახან დასრულებულ ყოველწლიურ სტუდენტურ სპორტულ ღონისძიებაში – „ზამთრის უნივერსიადა 2024“, რომელიც სპორტის ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოსკულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, დაბაბაკურიანში მიმდინარეობდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდმათოვლის რაგბიში, ალექსი ალიბეგაშვილის, ნიკოლოზ კუპრაშვილის, გოჩა თავართქილაძისა და მათე ბლაგიძის შემადგენლობით, ფინალურ შეხვედრაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხადა პირველი ადგილი მოიპოვა.
წლევანდელი ზამთრის უნივერსიადის გამარჯვებულის ტიტული და ოქროს მედალი თოვლის ხელბურთის სახეობაშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდმა დაისაკუთრა. სტუ-ის ხელბურთელებმა – ლევან ფანცხავამ, ლუკა მუკბანიანმა, ლაშა თიგიშვილმა, ოთარ ჭურღულიამ დაგიორგი ბერაიამ – ტურნირის ფინალში ბსუ-ის ხელბურთელებსსძლიეს.
რაც შეეხება სათხილამურო სლალომს, ვაჟებს შორის ტურნირში მე-3 ადგილი და ბრინჯაოს მედალი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრმა, ლაშა კურტანიძემ მოიპოვა, ხოლო ამავე სახეობაში, გოგონათა შორის მე-4 ადგილი სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტს, ლინდა შარაძეს ერგო.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განაცხადებით, სტუდენტურტურნირებსა და ახალგაზრდულ ფესტივალშიუნივერსიტეტების მონაწილეობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებს შორისპოზიტიური ურთიერთობების და მეგობრული გარემოსჩამოყალიბებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის, განათლების, მეცნიერების, ინოვაციების პოპულარიზაციას უწყობს ხელს, ამასთან ერთად, ახალ თაობაში სოციალურ პასუხისმგებლობას და მოქალაქეობრივ თვითშეგნებას ავითარებს, ასევე, ახალგაზრდულ ინიციატივებს აძლიერებს.
„ვიმედოვნებთ, წლევანდელი ახალგაზრდულიფესტივალისთვის ჩვენი სტუდენტური გუნდები სათანადოდ მოემზადებიან, ღირსეულად იასპარეზებენ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არაერთ გამარჯვებას მოუტანენ. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით, ვულოცავთ ზამთრის უნივერსიადის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში გამარჯვებულებს, თავდაუზოგავი სპორტული აქტივობისთვის მადლობას ვუხდით და წარმატებებს ვუსურვებთ მასშტაბური სტუდენტური ღონისძიების – „ახალგაზრდული ფესტივალი 2024“ მონაწილეებს, – აღნიშნავს რექტორი დავით გურგენიძე.
„ახალგაზრდული ფესტივალი 2024“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, 6 აპრილიდან აიღებს სტარტს და 10 ივნისს დასკვნითი ღონისძიებითა და გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ავტორიზებულიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...