სტუ-ის სტუდენტებს პროექტის – „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“, ფარგლებში ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი შეხვდა
img.card-img-top{
object-position: 50% 25%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური სერვისების ცენტრის ინიციატივითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, გრძელდება უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრები კურსდამთავრებულებთან ახალი პროექტის – „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“ – ფარგლებში.
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს, ამავე ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებული, ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი შეხვდა.
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილის განცხადებით, შეხვედრამ, მომავალ ჟურნალისტებსა და არა მხოლოდ მათ შორის, დიდი ინტერესი გამოიწვია. დეკანმა მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს პროექტის მხარდაჭერისთვის, ხოლო სტუდენტური სერვისების ცენტრს წარმატებები უსურვა.
„სტუდენტური სერვისების ცენტრის გუნდი ძალიან ბევრ კარგ პროექტს სთავაზობს ახალგაზრდებს. მიუხედავად იმისა, „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულას“ ფარგლებში ამ ეტაპისთვის მხოლოდ ოთხი შეხვედრა გაიმართა, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ პოპულარულია. სტუდენტებს უშუალოდ პირველ წყაროდან შეუძლიათ გაიგონ ამა თუ იმ დარგში მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც მათ უკვე პროფესიონალებად ჩამოყალიბების პროცესში ძალიან გამოადგებათ. წარმატებები მინდა ვუსურვო პროექტის ავტორებს და მონაწილეებს“, – განაცხადა დეკანმა.
ჟურნალისტ ეკა სეხნიაშვილის თქმით, მისთვის პატივია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა.
„მე ვსწავლობდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იმ პერიოდში, როცა რეფორმა დაიწყო და ტექნიკურ მიმართულებების უნივერსიტეტს ჰუმანიტარული დარგები დაემატა. ამ ფაკულტეტის პირველი ნაკადის კურსდამთავრებული ვარ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო პერიოდი, როცა სტუდენტები და პროფესორები ერთად ვაშენებდით ფაკულტეტს, ერთად ვქმნიდით მომავალს. ბატონი თემურ ჯაგოდნიშვილის ინიციატივით და მხარდაჭერით, ჩვენი რეპორტაჟები და სტატიები ერთ-ერთ წამყვან გამოცემაში იბეჭდებოდა. ეს პირველკურსელებისთვის დიდი მოტივაცია იყო. პრაქტიკული და თეორიული განვითარების ყველა შესაძლებლობა გვქონდა და მინდა თამამად განვაცხადო, რომ აქ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბევრმა კარგმა ჟურნალისტმა მიიღო მაღალკვალიფიციური განათლება. სასიხარულოა, რომ დღეს ფაკულტეტი უფრო მეტ შესაძლებლობლებს აძლევს მომავალ ჟურნალისტებს, წარმატებები მინდა ვუსურვო მათ. მადლობა ფაკულტეტს, სტუდენტური სერვისების ცენტრს პროექტისთვის – „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“, – განაცხადა ეკა სეხნიაშვილმა.
შეხვედრის დასასრულს, სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან ფიფიამ მადლობა გადაუხადა რექტორს, დავით გურგენიძეს მხარდაჭერისათვის და ეკა სეხნიაშვილს სტუმრობისთვის.
პროექტი – „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“, რომლის არსი ცალკეული ფაკულტეტების წარმატებული კურსდამთავრებულების სტუდენტებთან შეხვედრაში მდგომარეობს, თოთხმეტივე ფაკულტეტზე განხორციელდება.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...