სტუ-ის სტუდენტურმა გუნდებმა „სტუდფესტი 2024“-ის რვა ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალზე – “სტუდფესტი 2024” – ინტერმედიის, სპორტისა და ქართული ლიგის მიმართულებით გამართულ შეჯიბრებებსა და კონკურსებში, საერთო ჯამში, 8 ნომინაციაში, პირველი ადგილი მოიპოვეს.
სტუდენტური ფესტივალის ჟიურიმ, ინტერმედიის მიმართულებით, საუნივერსიტეტო თეატრებს შორის ჩატარებულ კონკურსში საუკეთესო სპექტაკლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია “მოდინახეს” სტუდენტური დასის სპექტაკლი აღიარა. სტუ-ის გუნდმა “შერეკილები” პირველი ადგილი მოიპოვა ნომინაციაში – “ქართული ლიგა”, საუნივერსიტეტო სპორტულმა გუნდებმა კი პირველი ადგილი შემდეგ სახეობებში დაისაკუთრეს: 3X3-ზე კალათბურთი (ვაჟები); ფრენბურთი (ვაჟები); ფრენბურთი (გოგონები), ჩოგბურთი (ვაჟები); ჯომარდობა; ბილიარდი (გოგონები).

“სტუდფესტი 2024”-ის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა, გამარჯვებულ უნივერსიტეტებსა და სტუდენტურ გუნდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა.
ახალგაზრდული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი-ახალგაზრდობა, პროფესორ-მასწავლებლები და ხელმძღვანელი პირები, მათ შორის იყვნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე; სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მიმართულებების ხელმძღვანელი პირები; საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფების ხელმძღვანელები; სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი და წევრები; გამარჯვებული საუნივერსიტეტო გუნდები და სტუდენტები.
რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სტუ-ის სპორტულ გუნდებსა და მათ მწვრთნელებს, საუნივერსიტეტო შემოქმედებით ჯგუფებსა და მათ სამხატვრო ხელმძღვანელებს, უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს „სტუდფესტი 2024“-ის წარმატებით დასრულებასა და ღირსეული გამარჯვებების მოპოვებას ულოცავს.
„ყველა უნივერსიტეტსა და ახალგაზრდას გულითადად ვულოცავთ სტუდენტურ ფესტივალზე მოპოვებულ წარმატებებს. განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს, დაძაბულ ტურნირებსა და სახელოვნებო კონკურსებში თავდაუზოგავად იასპარეზეს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს რვა პირველი ადგილი მოუტანეს. სასიხარულოა, როცა ჩვენი სტუდენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქვეყნოდ განთქმულ სასპორტო და სახელოვნებო ტრადიციებს დიდი შემართებით აგრძელებენ. მიგვაჩნია, რომ ასეთი მასშტაბური სტუდენტური ღონისძიებების ჩატარება ხელს უწყობს, არა მხოლოდ საუნივერსიტეტო თვითშემოქმედებისა და სპორტის პოპულარიზაციას, არამედ ახალგაზრდების ნიჭისა და უნარების წარმოჩენას და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების დამეგობრებას. ვიმედოვნებთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდები მომავალ სტუდფესტზე გაცილებით შეუპოვრად იასპარეზებენ და მშობლიურ ალმა-მატერს მეტ გამარჯვებას მოუტანენ“, – აცხადებს რექტორი დავით გურგენიძე.
“სტუდფესტი 2024” საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. წლევანდელ ფესტივალს 25 000-მდე მონაწილე და 665 გამარჯვებული სტუდენტი ჰყავს. ფესტივალის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, გაიმართა უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირები, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები, საუნივერსიტეტო თეატრებს შორის კონკურსი, მოხალისეობრივი აქტივობები, საგანმანათლებლო აქტივობები (დებატები, City Game, ესეების კონკურსი) და STEM მარათონი, რომლებმაც საშუალება მისცა ახალგაზრდებს, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...