სტუ-ის წარმომადგენლები Erasmus+ ReGrow პროექტის გახსნით შეხვედრას დაესწრნენ
20-24 იანვარს, საბერძნეთში, ქალაქ სალონიკიში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ ReGrow პროექტის გახსნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც სტუ-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კერძოდ, ღონისძიებას სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის უფროსი, გიორგი მიქიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეა მურვანიძე დაესწრნენ.
შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პარტნიორებთან მოლაპარაკებები გამართეს და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. გახსნით ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ პროექტის სამწლიანი განხორციელების ეტაპები და მისი ძირითადი მიზნების შესახებ ისაუბრეს.
პროექტი ReGrow მიზნად ისახავს საქართველოსა და უკრაინაში უმაღლესი განათლების მოდერნიზაციასა და ინტერნაციონალიზაციას ზუსტი მიწათმოქმედების (Precision Agriculture) სამაგისტრო პროგრამის შექმნის გზით.

პროექტი აერთიანებს ინოვაციურ სასწავლო პროგრამას, რომელიც ეფუძნება მდგრად პრაქტიკებს, მოწინავე ტექნოლოგიებსა და ციფრულ ტრანსფორმაციას. მისი მიზანია, რომ უნივერსიტეტების აკადემიურმა პერსონალმა, სტუდენტებმა და აგრარული სექტორის პროფესიონალებმა მიიღონ თანამედროვე ცოდნა და უნარები, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების დანერგვას სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებაში.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება ReGrow-ის სამაგისტრო პროგრამის ჩარჩო (MSc Curriculum Framework), რომელიც დაეფუძნება დეტალურ კვლევას, გაანალიზებს თანამედროვე ტენდენციებს, შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და არსებული განათლების ხარვეზებს.
გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს აკადემიური პერსონალისა და ტრენერების გადამზადებას, რათა მათი ცოდნა და უნარები შეესაბამებოდეს შრომის ბაზრის საჭიროებებს.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Space for Energy“ Relaunched
The educational project “Open Space for Energy” has been relaunched at the Faculty of Power Engineering at the Georgian Technical...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...