სტუ-ის ვაჟთა გუნდი – “სტუ-1” თოვლის ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონი გახდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდმა – „სტუ-1“ თოვლის ფრენბურთში 2025 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ოქროს პრიზიორი და ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.
კურორტ ბაკურიანში გამართულ თოვლის ფრენბურთის წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვაჟ ფრენბურთელთა 2 გუნდი – „სტუ-1“ დავით ცხომარიას, ალექსანდრე ზაქაიძის, თორნიკე კამკამიძის და გუგა გეჯაძის შემადგენლობით, და „სტუ-2“ სანდრო ნაცვლიშვილის, მამუკა ჭახნაკიას, ხასი ხალილოვისა და გარი კურაზიანის შემადგენლობით ასპარეზობდა.
„სტუ-1“-მა, რომელმაც წლევანდელი ჩემპიონატის ფარგლებში საუკეთესო შედეგები აჩვენა, ფინალური შეხვედრა “გორი 2”-თან გამართა და ანგარიშით – 2:0 დაამარცხა, შესაბამისად ტურნირის ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, ფრენბურთის საუნივერსიტეტო გუნდს საქართველოს ჩემპიონობას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს სწავლასა და სპორტულ კარიერაში.
„საუნივერსიტეტო სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია სტუდენტური ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სასიხარულოა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ჩვენი ახალგაზრდები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მდიდარ სპორტულ ტრადიციებს აგრძელებენ, ტურნირებში უნივერსიტეტის სახელით ღირსეულად ასპარეზობენ და რაც უმნიშვნელოვანესია – იმარჯვებენ. თოვლის ფრენბურთის წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ორი გუნდით წარსდგა. „სტუ-1“-მა, ამ საპატიო ტურნირის დღეებში, განსაკუთრებული მობილიზება და მომზადება აჩვენა და თავის ალმა-მატერს ჩემპიონის თასი მოუტანა. პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სახელით, ვულოცავთ და მადლობას ვუხდით სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს, უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს და მათგან მორიგ, ახალ გამარჯვებებს ველით,“ – აცხადებს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
თოვლის ფრენბურთში საქართველოს 2025 წლის ეროვნული ჩემპიონატი, საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კურორტ ბაკურიანში გაიმართა.
Related
Recruitment for new members is beginning for the GTU’s creative groups!
The creative groups at Georgian Technical University invite students passionate about singing, dancing, and other artistic disciplines to audition. Creative...
GTU’s German Partners and Students from Saarland University Explore the Production Process at “Nikora”
At the initiative of the Faculty of Business Technologies at the Georgian Technical University and organized by the Career Development...
Educational Project “Open Energy Space” Resumes
The educational project "Open Energy Space" has resumed at the Faculty of Power Engineering of the Georgian Technical University. The...
Students Met with Representatives of SOCAR Midstream Gas Operations
Students of the Georgian Technical University met with representatives from the Baku headquarters and the Georgian office of SOCAR Midstream...
Presentation of the Fourth Cycle of the International Educational Project “DANTE.GLOBAL” at GTU
At the Georgian Technical University, within the framework of the 26th World Week of the Italian Language, the Tbilisi Committee...
GTU Expresses Sorrow Over the Passing of Professor Guram Gafrindashvili
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his sorrow over...